
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებთან შედარებით დღეს ქუჩაში სიარული არც ისე სახიფათოა, შემთხვევებისგან თავის დაცვა აუცილებელია, მით უმეტეს ქალებისთვის.მოსალოდნელი საფრთხისგან თავდაცვის ხერხებზე კარატისტი და შავი ქამრის მფლობელი, ნოდარ ხაჯიშვილი გვესაუბრა.“უპირველეს ყოვლისა, უნდა შეეცადოთ დიალოგისას კონფლიქტში არ შეხვიდეთ. თუ არის შესაძლებლობა, აუცილებლად გაიქეცით. თუ გაქცევა შეუძლებელია, შეეცადეთ, დაარწმუნოთ თავდამსხმელი მისი საქციელის გაუმართლებლობაში, აუხსენით, რომ შეცდომას უშვებს და ეს არამარტო თქვენთვის, მისთვისაც ცუდი შედეგის მომტანია. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამით შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ და უფრო გავაღიზიანოთ მოწინააღმდეგე.თუ...