საჩუქრის შერჩევა არც ისე იოლი საქმეა. სასურველი საჩუქარი ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მამაკაცებისთვის საუკეთესო საჩუქარი სანთებელა და საათია, ქალებისთვის კი _ პარფიუმერია და სამკაული. უდავოა, რომ ამგვარი ნივთები მართლაც კარგი საჩუქარია, თუმცა როგორც წესი _ ძალიან ძვირი და ბანალური.
როცა საჩუქრის ყიდვას დააპირებთ, პირდაპირ სუვენირების მაღაზიაში ნუ გაქანდებით. იმისათვის, რომ კარგი საჩუქარი გამოგივიდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ იმ ადამიანის ინტერესები, ვისაც საჩუქარს ჩუქნით.
პრაქტიკული დანიშნულების ნივთები, ყოველთვის მომგებიანია. თუკი თქვენი საჩუქრის სამიზნე თქვენთვის ძვირფასი ადამიანია, ნუ დაგეზარებათ, დაფიქრდით, თუ რა ნივთს საჭიროებს იგი ან რა აქსესუარი შეავსებდა მის იმიჯს.
ფაიფურის სტატუები, სასანთლეები და დეკორატიული ჭურჭელი ჯობია იმ ადამიანებს შეუნახოთ, რომლებიც მათ კოლექციას აგროვებენ.
ხშირად უბის წიგნაკები, ტექნიკის მოყვარულებისთვის - ფლეშ (flash) მეხსიერება, საფულე და ნებისმიერი სხვა სტილური აქსესუარი, დიდ მოწონებას იმსახურებს. ამგვარი ნივთების საშუალო ფასების დასადგენად ქალაქის რამდენიმე მაღაზიაში შევიარე. კარგი საჩუქარი არ ნიშნავს ძვირს. მაგალითად, საკანცელარიო მაღაზია _ "პოლიგრაფ სერვისში" შესანიშნავი ფერადი და საკმაოდ ხარისხიანი უბის წიგნაკები საშუალოდ 8-დან 20 ლარამდე ღირს, ფლეშ მეხსიერება, ტევადობის მიხედვით, _ 15-დან 120 ლარამდე, საფულეები კი კატეგორიების მიხედვით დაიყო: საბავშვო _ 4-დან 15 ლარამე, ქალისა და მამაკაცის საფულე კი 10 დან 90 ლარამდე ღირს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ საჩუქრის ვიზუალური მხარეც. განსაკუთრებული და დაუვიწყარი ეფექტის მოსახდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საჩუქრის შეფუთვას. ამისათვის წიგნზე გადასაკრავი ქაღალდი და ფერადი თასმები დაგჭირდებათ, მათი შეძენა კი ნებისმიერ საკანცელარიო ან სხვა ტიპის მაღაზიაშია შესაძლებელი (შესაფუთი მასალისა და თავად საჩუქრების პოვნაში საიტი: www.pliaj.ge დაგეხმარებათ).
0 коммент.:
Отправить комментарий