მშრალი თვალის სინდრომი


დღეს, ტექნიკური პროგრესის ეპოქაში, თვალების დაღლა თითქმის ყველა ადამიანის პრობლემაა და ამაში დამნაშავე მხოლოდ კომპიუტერი როდია. ოფთალმოლოგ კახა შარაშიძის თქმით, თვალზე ახლო მანძილიდან (30სმ-ზე ნაკლები დაშორებით) წიგნის კითხვა, მშრალი კონდიცირებული ჰაერი, მზის ულტრაიისფერი სხივები და სხვა მრავალი მიზეზი მოქმედებს. თვალების წვა, ქავილი და ჩაწითლება დღეისათვის თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადების _ `მშრალი თვალის სინდრომის~ სიმპტომებია.
როგორც ოფთალმოლოგმა გვითხრა, ამ დაავადებას `ხელოვნური ცრემლით~ მკურნალობენ. მან რამდენიმე პრეპარატიც გვირჩია თვალის ლორწოვანი გარსის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, მაგალითად `ნატურალური ცრემლი~, `სისტეინი~, `ოქსიალი~, `დროპსტარი~ და სხვა, ეს პრეპარატები პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება და ექიმის დანიშნულების გარეშედაც შეგიძლიათ მოიხმაროთ. ექიმი ასევე გირჩევთ, რომ მიიღოთ შავი მოცვის შემცველი პრეპარატები (თუმცა ექიმის დანიშნულებით), ხაჭო, თევზი და სხვა, თვალისთვის სასარგებლო ვიტამინების შემცველი პროდუქტები.
მიიჩნევა, რომ ღია ფერის თვალები უფრო მალე იღლება, ვიდრე მუქი ფერისა. როგორც ბატონმა კახამ გვითხრა, ღია ფერის თვალებში დაცვის მექანიზმი მართლაც უფრო ნაკლებია, თუმცა არა დიდი სხვაობით. ზოგადად ღია ფერის კანისა და თვალების მქონე ადამიანებს უფრო უჭირთ დიდ ხანს ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ყოფნა. ოფთალმოლოგი მათ მზეზე კეპიანი ქუდის და მზის სათვალეების ტარებას ურჩევს. მზის სათვალე აუცილებლად შუშისა უნდა იყოს ან სპეციალური ფილტრის შემცველი, ამიტომ მისი შეძენა ოპტიკურ მაღაზიებშია რეკომენდებული.

0 коммент.:

Отправить комментарий