იმიჯი და მობილური ტელეფონი


ამ აქსესუარის გარეშე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოუდგენელია. მობილური ტელეფონის შერჩევისას ყოველთვის ვცდილობთ,იგი მაქსიმალურად შეეფერებოდეს ჩვენს იმიჯს, რადგანაც ამ ნივთის ტარება გვიწევს ყველგან და ყოველთვის. ხშირად ტელეფონს მონაცემების მიხედვით ვარჩევთ, მის ვიზუალურ მხარეს კი ყურადღებას არ ვანიჭებთ. ასეთ დროს საუკეთესო საშუალებაა ტელეფონის კორპუსის საკუთარი ხელით გაფორმება.
თუკი თქვენ კლასიკური სტილის სამოსს ატარებთ,მობილური ტელეფონის გასაფორმებლად დასაწებებელი ფერადი თვლები გამოგადგებათ, ისინი გამჭვირვალე ფირფიტებზე დაკრული იყიდება და საშუალოდ 3 ლარი ღირს. ამ პატარა თვლების მეშვეობით შეგიძლიათ ტელეფონის კორპუსზე სხვადასხვა ორნამენტი შექმნათ. ნუ გამოიყენებთ ყველა ფერს ერთად, მაქსიმუმ 2-3 ფერი სავსებით საკმარისია.
თუკი თქვენ ზედმეტად გლამურული და ბრჭყვიალა მობილური ტელეფონი არ გესადაგებათ, მაშინ ფრჩხილის ლაქი დაგჭირდებათ. ლაქით მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ ნახატი ჯერ ფანქრით გამოიყვანეთ, შემდეგ კი წვრილი ნემსით გადაატარეთ სასურველი ფერის ლაქი.
ლაქის საშუალებით შესაძლოა ტელეფონზე გარკვეული რელიეფიც კი შექმნათ: გადააკარით ტელეფონს წვრილი ბადისებრი ქსოვილი და თანაბრად გადაუსვით რომელიმე მუქი ფერის ლაქი. დაელოდეთ 4-5 წუთი და შემდეგ ფრთხილად გადააძრეთ ქსოვილი.
გაითვალისწინეთ, რომ ლაქის მოსაშორებელი საშუალების (აცეტონის) რამდენჯერმე გადასმა ტელეფონის კორპუსზე, პლასტმასს აზიანებს.

0 коммент.:

Отправить комментарий