უპირველეს ყოვლისა, ჩამოწერეთ სტუმართა სია და აუცილებლად გაითვალისწინეთ "დაუპატიჟებელი სტუმრების" ადგილებიც.
გემრიელი კერძები, კარგი სასმელი და სასიამოვნო მუსიკა _ წვეულების მთავარი კომპონენტებია.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ წვეულება ქართულ ტრადიციულ სუფრას არ გულისხმობს, ამიტომ დაივიწყეთ თეთრი სუფრა და ძვირფასი ჭურჭელი. წვეულებისთვის იდეალური ვარიანტია "შვედური სუფრა" _ მაგიდაზე დაალაგეთ ბუტერბროტები, პატარა ნაჭრებად დაჭრილი ნამცხვარი, პიცა თუ ხაჭაპური. გვერდით მიულაგეთ ერთჯერადი მოხმარების თეფშები და ჭიქები (ამგავრი ჭურჭელი არ იმსხვრევა, არ ჭირდება გარეცხვა და წვეულების შემდეგ შეგიძლიათ გადაყაროთ).
წვეულებებისთვის რეკომენდებულია მსუბუქი კოქტეილები, მაგალითად, ხილის წვენისა და არყის ნაზავი.
მუსიკალური გაფორმება, რომელიც წვეულებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, მთავარია, გაითვალისწინოთ სტუმრების და თავად წვეულების ხასიათი. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ცეკვისა და განტვირთვისთვის ელექტრონული მუსიკაა (House, Minimal trance).
ამ დროს ოთახის გაფორმებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იატაკზე დაყრილი ბალიშები მეტ კომფორტს და მყუდროებას შემატებს ოთახს, განსაკუთრებული განათების მოწყობა კი საახალწლო გირლიანდებისა და კედლის პატარა ნათურების მეშვეობითაა შესაძლებელი.
წვეულება მოსაწყენი რომ არ გახდეს, ითამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებშიც ყველა სტუმარი ჩაერთვება, მაგალითად, ჟესტებით წინადადებების ახსნა და სხვა.
ნუ შეზღუდავთ სტუმრებს ისეთი მოთხოვნებით, როგორიცაა `ძირს არაფერი დაყაროთ~ და ა.შ. გახსოვდეთ, რომ წვეულების შემდეგ სახლი აუცილებლად დასალაგებელია, ამიტომ დაიტოვეთ რამდენიმე ახლო მეგობარი ღამით, რათა დილით მარტო არ მოგიწიოთ ბრძოლა არეულობასთან.
1 коммент.:
გთავაზობთ ფართს გარემოს და ინვენტარს წვეულებისთვის ტელ 579747569 https://www.facebook.com/Inmygeorgianfamily/
Отправить комментарий