მოერიდეთ ოთხკუთხედ ან და გრძელცხვირიანი ფეხსაცმლის ჩაცმას, დაივიწყეთ ე.წ. შლაქსი შარვალი და უპირატესობა მიანიჭეთ რაც შეიძლება ვიწრო ფორმის შარვლებს, თუკი ჭარბი წონა გაწუხებთ, შეარჩიეთ სწორი და მუქი ფერის შარვალი.
ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩევა ისეთი აქსესუარებისა, როგორიცაა ქამარი და საათი. არ ღირს ბრჭყვიალა და დიდ ბოლთიანი ქამრების ტარება _ განსაკუთრებით კი მათი დემონსტრირება, ეს ძალიან ბავშვურია. განსაკუთრებით დიდი ყურადღება გმართებთ საათის შეძენისას. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ვიზუალურად როგორი იქნება იგი, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ საათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია მამაკაცის იმიჯში და ამიტომ იგი აუცილებლად ძვირფასი და ხარისხიანი უნდა იყოს, რომელიმე ბრენდის პატენტის ტარებას, ჯობია საერთოდ არაფერი ატაროთ. მერწმუნეთ, ქალის მოტყუება ასეთ საკითხებში ძალიან ძნელია.
მამაკაცი და აქსესუარი
08:43
iako.lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий