ხვალ სიყვარულის დღეს აღნიშნავენ და როგორც წესი, შეყვარებულები ამ დღეს დიდ საგონებელში ვარდებიან. იმის გარკვევაში, თუ რით გავახაროთ ამ შესანიშნავ დღესასწაულზე ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი, შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ.
თუკი მანდილოსანისთვის არჩევთ საჩუქარს, შესანიშნავი ვარიანტი არომატული ტანის ლოსიონებისა და თავის მოვლის სხვა საშუალებების ნაკრებია. ამგვარი საჩუქრის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ პარფიუმერულ მაღაზიაში. მაგალითად,"YVES ROCHER"-ის სილამაზის ცენტრში სუნამოს, დუშგელისა და ლოსიონის ნაკრები 35 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. იგივე საჩუქარი მამაკაცებსაც გაუხარდებათ, მთავარია, საჩუქარი ხარისხიანი იყოს და გემოვნებით შერჩეული.
ძვირფასი და კარგი ხარისხის შოკოლადიც კარგი საჩუქარია ქალებისთვის. სასურველია, ტკბილეულს თან თქვენი რჩეულის საყვარელი ყვავილი დაურთოთ. ყვავილებთან მიმართებაში კი დიდი სიფრთხილე გმართებთ, ქალები მეტად პრეტენზიულები არიან ამგვარ საკითხებში (ალბათ, იმიტომ, რომ ყველა ყვავილს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ). თქვენც ნუ იქნებით ბანალური და რჩეულს პატარა და კოხტა ქოთნით რომელიმე ლამაზი მცენარე აჩუქეთ. ამგვარი საჩუქრის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ იგი სხვა ყვავილებივით მალე არ დაჭკნება და თან შეიძლება სიმბოლური დატვირთვაც მიენიჭოს _ "ნიშანი თქვენი უკვდავი გრძნობებისა".
ახლობელი ადამიანებისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი ერთად ყოფნაა, ამიტომ თუ ფინანსები საშუალებას გაძლევთ, შეარჩიეთ რომელიმე მყუდრო კაფე და ერთმანეთი ფინჯან კაპუჩინოსა და ნამცხვარზე დაპატიჟეთ. თუ მზიანი დღეა, სუფთა ჰაერზე პიკნიკს არაფერი ჯობია, ამისთვის კი ბოტანიკური ბაღი შესანიშნავი ადგილია. მერწმუნეთ, ასეთ დროს ფინჯანი კაპუჩინოც და პატარა ჩიზბურგერიც ყველაზე ძვირადღირებულ და უგემრიელეს სადილზე უკეთესია.

0 коммент.:
Отправить комментарий