ჭორფლის მოშორების ხერხები




აგვისტო და მცხუნვარე მზე სასურველი პერიოდია, თუმცა ბევრისთვის იგი მუდმივ პრობლემასთან _ ჭორფლთან ასოცირდება.
ჭორფლი ღია ან მუქი ყავისფერი წვრილი პიგმენტური ლაქებია, რომლებიც უმეტესად წითურ ან ქერა ადამიანებს ახასიათებთ.
ბევრი ფიქრობს, რომ ამ უწყინარ ლაქებს თავისი ხიბლიც კი აქვს, ისინი სახეს უფრო ბავშვურ და ქორფა იერს ანიჭებენ, თუმცა ისინი, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, ამ აზრს არ იზიარებენ და ყველა ღონეს ხმარობენ მათ მოსაშორებლად. სამწუხაროდ ჭორფლის სამუდამოდ მოშორება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ჭორფლი გენეტიკურად გადაეცემა და უმეტესად თანდაყოლილია.
ჭორფლს კანში არსებული პიგმენტი _ მელანინი იწვევს, რომელიც ზოგ ადგილას ჭარბად გროვდება. თუმცა არსებობს სპეციალური პროცედურები, რომელთა შედეგად ჭორფლი უფერულდება ანუ გარკვეული დროით ქრება, მაგალითად, `პილინგი~. ეს პროცედურა სახის პიგმენტური ლაქებისგან გაწმენდას გულისხმობს. ლაქები სპეციალური ნიღბებისა და ელექტროაპარატურის მეშვეობით იწმინდება. კვირაში 3 პროცედურის ჩატარებაა რეკომენდებული და თითოეული პროცედურის ფასი საშუალოდ, მაგალითად, სალონ ~ნეწ სტყლე~-ში 40 ლარია. პილინგის შედეგი 6 თვეს გასტანს.
ჭორფლიანი სახის გასაწმენდად სპეციალური სითხის დამზადება ხალხური მედიცინის მიხედვით სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. ჭორფლიან სახეზე ბამბით უნდა წაისვათ შემდეგი კომპონენტების ნაზავი: 0,5 ჭიქა რძე, 1 ს/კ ნაღები, 1 ს/კ ოდეკოლონი, 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ დანაყილი თეთრი შაბი. კიდევ ერთი ხალხური რეცეპტის მიხედვით ჭორფლიანი ადგილების მოსაწმენდად რეკომენდებულია 2 ჩაის ჭიქა ვარდის წყალში გახსნილი 0,5 ჩ/კ ნიშადურის სპირტი.
თუკი ზემოხსენებული ხერხები შედეგს არ მოგცემთ, გულს ნუ გაიტეხთ, ჭორფლი ასაკის მატებასთან ერთად უფერულდება და ნელ-ნელა შესაძლოა საერთოდ გაუჩინარდეს.

0 коммент.:

Отправить комментарий