ტანსაცმლის ლაქებისგან გასუფთავება, დღეს არსებულ სარეცხ საშუალებებს თუ გავითვალისწინებთ, სირთულეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ზოგი ლაქა ქსოვილს ძნელად შორდება. დიასახლისი, მედეა ჯინჭარაძე, გვირჩევს, თუ როგორ `ვებრძოლოთ~ ამგვარ ლაქებს.
ყველაზე ხშირად ტანსაცმელი საკვებით ისვრება. ამ დროს ქსოვილზე რჩება ცხიმის კვალი, რაც არც თუ ისე ადვილად შორდება ტანსაცმელს. ქალბატონი მედეას რჩევით, ამგვარი ლაქის ამოსაყვანად ყველაზე კარგი საშუალებაა ჭურჭლის ჟელე. იგი ლაქაზე უნდა წაუსვათ, რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩეროთ და შემდეგ თბილი წყლით ამორეცხოთ (ფერადი ტანსაცმლიდან ლაქის ამოსაყვანად ნუ გამოიყენებთ ლიმონის ჟელეს, იგი ფერს წაართმევს ქსოვილს).
ერთ-ერთი ამაზრზენი ლაქაა ასევე საღეჭი რეზინი, რომელიც საკმაოდ ძნელად შორდება ტანსაცმელს. ტანსაცმლიდან კევის მოსაშორებლად დაასველეთ კბილის ჯაგრისი სარეცხი ფხვნილით გაჯერებულ, ცხელ წყალში და გახეხეთ ლაქა.
სანთლის წვეთებისა და სხვა ამგვარი წებოვანი ლაქების მოსაშორებლად შემდეგი ხერხი დაგეხმარებათ: გაახურეთ სუფრის (მრგვალთავიანი) დანა და ნელ-ნელა გადაფხიკეთ ქსოვილზე დაწებებული მასა. კიდევ ერთი საკმაოდ სწრაფი და ეფექტური საშუალებაა დალაქავებული ადგილების გაზეთის ან რვეულის ფურცლებს შორის მოთავსება და შემდეგ ამ ადგილების გაუთოვება.
ხშირად, ქართული ხმაურიანი წვეულების შემდეგ, გვრჩება სხვადასხვა ლაქით დასვრილი სუფრა. მას ძველი სითეთრე და სისუფთავე რომ დაუბრუნოთ, ქალბატონი მედეა გირჩევთ: ერთ ვედრო ცივ წყალში გახსენით 1 ს/კ. მარილი და მაგიდის საფარი 1 საათით ჩაალბეთ (თუ ქსოვილი თხელია, ნახევარი საათიც საკმარისია), შემდეგ კი _ გარეცხეთ.

0 коммент.:
Отправить комментарий