ზედმეტი კილოგრამები სამოსის შერჩევისას გვიქმნის პრობლემებს. ჩვენ გირჩევთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ამ პრობლემის მქონე მანდილოსნებმა.
ატარეთ წელში გამოყვანილი კაბები, კაბაზე არ უნდა იყოს ისეთი ზედმეტი დეტალები, როგორიცაა ბანტები და “კრუჟაოები”. მუხლზე ოდნავ გადასული სიგრძე იდეალურია კაბისთვის.
მოერიდეთ ბოლოში დაწვრილებულ შარვლებს, ეს ვიზუალურად აფართოვებს თეძოებს.
სავსე ქალებისთვის არ არის რეკომენდებული სამოსი ყვავილების დიდი ორნამენტებით და არც ჰორიზონტალური ზოლებით. წვრილი ვერტიკალური ზოლი სხეულს უფრო მოხდენილს აჩენს, რაც უფრო მეტია ზოლი, მით უფრო მოხდენილი ჩანს სილუეტი. ასევე მომგებიანია სამოსი დიაგონალური ორნამენტითა და ხაზებით. ამგვარი ორნამენტის მქონე ფართო მაისურები და ბლუზები, გრძელ კაბასთან ერთად შეუძლიათ ატარონ დაბალი ტანის სავსე ქალებმა, ეს ვიზუალურად აამაღლებს მათ.
სავსე მკერდს ვიზუალურად აპატარავებს კიმანო-სახელოები. სახელოები, რომლებიც ბოლოში ფართოვდება, ხელის მოხაზულობას უფრო პროპორციულს ხდის, ხოლო სახელო რომელიც სიგრძით ოდნავ ცდება იდაყვს, ვიზუალურად ამოკლებს და ასუქებს ხელებს.
მკერდი უფრო კოხტა და პატარა გამოჩნდება, თუკი სამოსს საკმაოდ ღრმა და V-ს მაგვარი ამოჭრილი ყელი ექნება. ბლუზაზე დამატებული ჯიბეები მკერდს ადიდებს.
სხეულის ნაკლოვანებებიდან მზერას თვალშისაცემი ფეხსაცმელი ან ხელჩანთა გადაიტანს, მთავარია, მყვირალა ფერები არ შეარჩიოთ. სავსე ქალებისათვის იდეალურია მართკუთხა ფორმის ჩანთა.
სამსახურისათვის შავი და რუხი ფერის სამოსი შეუთავსეთ ერთმანეთს, მოერიდეთ ისეთ კაშკაშა ფერებს, როგორიცაა: წითელი, იასამნისფერი, ვარდისფერი და სხვა, ეს ფერები ვიზუალურად ადიდებს სხეულს.
ატარეთ მუქი ფერის კოლგოტები, ფეხსაცმელი სასურველია ქუსლიანი იყოს, 4-5 სანტიმეტრი სავსებით საკმარისია, მთავარია, ქუსლი არ იყოს ძალიან წვრილი ან ზედმეტად სქელი.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ სამოსი აუცილებლად უნდა იყოს თქვენი ზომა, არც დიდი და არც პატარა.
სამოსი სავსე ქალებისთვის
14:09
iako.lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий