დედინაცვლის ენა, კამელია, ბეგონია, სხვადასხვა სახის ვარდი _ ეს და კიდევ სხვა მრავალი მცენარე რამდენი წელია ქალბატონ ნაზი ხაჟომიას ეზოში ხარობს. 80 წლის ქალბატონი აჭარის დამსახურებული ვეტექიმია და თავისი პროფესიის პარალელურად მისი ჰობი მცენარეების მოშენებაა, იგი რა ხანია თავის ეზოში პატარა ბაღნარს აშენებს და ყვავილების მოვლა ძალიან მოსწონს. პატარა ბაღნარის მცენარეთაგან ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად კაკტუს ოპუნციას ხემ, იმავე დედინაცვლის ენამ მიიპყრო, რომელიც სამი წლისაა და დაახლოებით 1 მეტრი და 60 სანტიმეტრია (მეტი თუ არა). ქალბატონმა ნაზიმ ეს კაკტუსი ერთი პატარა ფოთლისგან გაზარდა: `თავიდან ერთი ფოთოლი მომიტანეს და ყოველგვარი წყალში ჩადების გარეშე, პირდაპირ ჩავრგე მიწაში”. ქალბატონმა ნაზიმ ერთი მეტად საინტერესო და საჭირო რჩევა მოგვცა მცენარეების გამრავლებასთან დაკავშირებით. ის მცენარეები, რომელთა ტოტებს წყალში ვაწყობთ ფესვების განსავითარებლად და შემდეგ ვრგავთ, შეიძლება უფრო მარტივადაც გამრავლდეს _ ტოტს ან ფოთოლს დავუნაყოთ ძირი და პირდაპირ ჩავრგოთ განოყიერებულ მიწაში.
როგორც ქალბატონი ნაზი ამბობს, ბაღში მიწის განოყიერება ნაკელითა და ფოსფორით აუცილებელია. “მზიან ამინდში, როცა მიწა მშრალია, მცენარეს ფესვებთან ირგვლივ მოუყარეთ ფოსფორისა და გვარჯილას (კალიუმის) ნაერთი, რომლის შეძენაც 50 თეთრადაა შესაძლებელი~. ოპუნციას ისევე, როგორც სხვა კაკტუსს, მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ძალიან ცხელა.
ოპუნცია მშვენიერი წითელი ყვავილებით წელიწადში ერთხელ ყვავილობს, სამაგიეროდ ყვავილი დიდ ხანს ძლებს.
ქალბატონი ნაზი ამბობს, რომ `დედინაცვლის ენის~ წვენი სამკურნალოდ გამოიყენება კუჭის წვის, ე.წ. `იჟოგის~ დროს. წვენი შემდეგნაირად მზადდება: კაკტუსის გასუფთავებული ფოთოლი უნდა დანაყოთ, დააყაროთ შაქარი, ასე გამოიყოფა წვენი, რომელიც უნდა დალიოთ.
ოპუნცია ანუ "დედინაცვლის ენა"
14:21
iako.lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий