პირსინგი ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ტრადიციაა, რომელმაც მოგვიანებით ესთეტიკური დატვირთვა მიიღო და დღეს ძალიან მოდურია. თუმცა სხეულის ნაწილის გახვრეტისას არსებობს გარკვეული რისკები, რომელთა შესახებაც რეფლექსოთერაპევტი, ეთერი მარგალიტაძე გვესაუბრა. `ძირითადად პირსინგის გართულებას იწვევს ინფექცია, რომელიც პირსინგის არაადეკვატური მოვლის შემთხვევაში იჩენს თავს და რომელიც შესაძლებელია სიფსისამდეც მივიდეს. ხშირია ალერგიული რეაქციაც სხვადასვა მასალისგან დამზადებული სამკაულის მიმართ. ალერგიულ რეაქციაზე მიუთითებს გამონაყარი, ქავილი და ზოგჯერ სუნთქვის გართულებაც კი, რაზეც სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება”.
პირსინგისთვის ძირითადად ტიტანი და მაღალი ხარისხის ოქროს სამკაულები გამოიყენება, ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო მათი შერჩევისას.
მიიჩნევა, რომ ყურის პირსინგი ყველაზე უსაფთხოა, თუმცა ექიმის თქმით, ყურის ნიჟარის სისხლმომარაგების თავისებურებიდან გამომდინარე, აქაც არის გარკვეული საფრთხე, კერძოდ კი ხრტილის ზონაში პირსინგის ინფიცირების შემთხვევაში ერთი წერტილიც რომ გაღიზიანდეს, მთელი ნიჟარა დაინფიცირდება.
თუკი გსურთ თავიდან აიცილოთ ინფექციური დაავადებები და სხვა გართულებები, ნუ გაიკეთებთ პირსინგს სახლის პირობებში: “არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული პირსინგისას დიდია რისკი იმისა, რომ დაზიანდეს ესა თუ ის ნერვი (მაგალითად, წარბის და ტუჩის შემთხვევში სამწვერა ან სახის ნერვის რომელიმე ტოტი) და ამ ნერვის საინერვაციო ზონაში მგრძნობელობა დროებით ან სამუდამოთ დაიკარგოს” _ ამბობს ეთერი მარგალიტაძე.
ყველაზე პრობლემატური ენის პირსინგია. როგორც ექიმი ამბობს, ამ დროს ინფექციის რისკი გაცილებით მაღალია. `ამ შემთხვევაში პირსინგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჩვეულებრივი ჭრილობა, ხოლო ნოტიო გარემოში ორანიზმში მოხვედრილი პარაზიტული მიკრობები კარგად მრავლდებიან”.
პირსინგს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. როგორც წესი, ჭრილობა გარედან დიდი სიფრთხილით მუშავდება. ყოველ დილით და საღამოს, პირსინგი უნდა გაიწმინდოთ სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით (ქლორგექსიდის, მირამისტინის ხსნარი, სპირტი) დასველებული ბამბის ტამპონით. ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ მანამ, სანამ ჭრილობა საბოლოოდ არ მოშუშდება.
ყველაფერი პირსინგზე
12:38
iako.lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий