თხელი თმა ბევრი ქალის პრობლემაა. ამის გამო ხშირად ერთი და იმავე ვარცხნილობის გაკეთება გვიხდება, რადგან უკვე შერჩეული გვაქვს ვარცხნილობა, რომელიც ასე თუ ისე ზრდის თმის მოცულობას. არადა, ზოგჯერ გვინდა განსაკუთრებულად და ჩვეულებრივზე უკეთესად გამოვიყურებოდეთ.
არსებობს თმის მოცულობის ვიზუალურად გაზრდის ერთი მარტივი მეთოდი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ სულ რაღაც 10 წუთი და შემდეგი ნივთები: ფენი, ოვალური სავარცხელი, თმის სამაგრები და თმის ე.წ. “ლაკი” ან “მუსი”.
ეს ვარცხნილობა ახლად დაბანილ, სუფთა თმაზე უნდა გაიკეთოთ. შეესაბამება გრძელ ან საშუალო სიგრძის თმებს.
დასაწყისისთვის, თმა ფენით გაიშრეთ, რათა სველმა ბოლოებმა არ დაამძიმოს. შემდეგ თმაზე მოცულობის მიმცემი სპრეი წაისვით და რამდენიმე ნაწილად გაანაწილეთ თმა, თითოეული ნაწილი თმის სამაგრით დაამაგრეთ.
შემდეგ ფენისა და ოვალური სავარცხლის დახმარებით დაამუშავეთ თითოეული ნაწილი. დაიწყეთ იმ ნაწილით, რომელიც კეფის მიდამოშია. სავარცხელი თმის ძირთან მოათავსეთ, ამოძრავეთ ბოლოებისკენ, თან წამოწიეთ თმა, ზუსტად ისე, როგორც სალონებში გინახავთ და ამ ფოტოზეა ნაჩვენები.
ასე თმას მოცულობა ემატება. მას შემდეგ, რაც თითოეული ნაწილის ფენით დამუშავებას დაასრულებთ, აუცილებლად გააცივეთ თმები, შრომა წყალში რომ არ ჩაგეყაროთ. გაცივებულ თმასთან მუშაობა კი იძლევა ვარცხნილობის ფორმის შენარჩუნების შესაძლებლობას.
მსუბუქად ჩამოივარცხნეთ თმა და დაალაგეთ სავარცხლით. მოცულობითი ვარცხნილობაც მზადაა!.. შეგიძლიათ დატოვოთ ასე ან დაიმაგროთ რამე ლამაზი თმის სამაგრით. ამისთვის თმის ზედა ნაწილი ზუსტად ისე შეაჯგუფეთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები
და შემდეგ დაამაგრეთ თმის სამაგრით.
0 коммент.:
Отправить комментарий