ყავის მავნე და სასარგებლო თვისებები




ბევრი ჩვენგანის დილა სწორედ ამ იდუმალი და გემრიელი სასმელით იწყება. საუბარი იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ან მავნებელია ყავა, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სასარგებლოა ყავის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის.
ყავა აფხიზლებს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას. ეს ყველაფერი მისი მთავარი კომპონენტის _ კოფეინის `დამსახურებაა~, რომელიც ერთგვარი დოპინგია ჩვენი ორგანიზმისთვის და რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის _ სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას. ყავის მიღება რეკომენდებულია დაბალი არტერიული წნევისა და გულის შენელებული ცემის დროს. ცნობილია, რომ ყავა სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის _ მისი დუეტი სიგარეტთან კი აორმაგებს ამ დაავადების რისკს.
ეს ჯადოსნური სასმელი აღქმის უნარს გვიღვივებს და გვეხმარება ყურადღების მობილიზებაში, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება თავის ტკივილს, დაძაბულობას და ნერვიულობას იწვევს.
გახსოვდეთ, რომ ყავის მიღება ალკოჰოლთან, დამამშვიდებელ ან საძილე პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, დღეში არც 1-2 ჭიქაზე მეტი ყავის მიღებაა რეკომენდებული.
ასე რომ, აუცილებლად დაიცავით ნორმა და დატკბით ყავის საუცხოო არომატით.

0 коммент.:

Отправить комментарий