ინგა გეგეშიძისა და ნიკოლოზ ნასარაიას "ლავსთორი" კურიერის ერთ-ერთი, საღამოს გამოშვებიდან დაიწყო, სადაც ახალი ქართული სოციალური ქსელის, ფაცე.გე-ს შესახებ საუბრობდნენ. "მეორე დღესვე სასწრაფოდ შევქმენი გვერდი ამ საიტზე, ძალიან მაინტერესებდა, რა იქნებოდა...” – იხსენებს ინგა. ის იყო ქსელიდან გამოსვლას აპირებდა, რომ ნიკამ მისწერა _ აღმოჩნდა, რომ კურიერისთვის მასაც უყურებია. `არ ველოდი, მაგრამ რაღაც უცებ აგვეწყო საუბარი, მერე აღმოჩნდა, რომ 10 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი... ნათესავის მეგობარი იყო და მასთან ხშირად ვხვდებოდით”. პირველი პაემანი მიმოწერიდან 2-3 დღეში შედგა. მას შემდეგ, ინგას თქმით, ყველაფერი ჩვეულებრივად განვითარდა და დადგა დრო ხელის თხოვნისა. "ერთ-ერთ საღამოს რესტორანში წასვლა მთხოვა, ხასიათზე არ ვიყავი და მანქანით გასეირნება ვამჯობინე _ ამბობს ინგა _ ვერც დიდი თხოვნის მერე დამითანხმა და საბოლოოდ მანქანაში მომართვა ბეჭედი და ცოლობა მთხოვა".
ნიშნობა სასიძოს გარეშე და უკაბოდ დარჩენილი პატარძალი
10:19
iako.lifestyle
ქორწილი გაცნობის დღიდან ზუსტად ერთ წელიწადში გადაიხადეს, 2009 წლის 17 ოქტომბერს, ზუსტად იმ დღეს, როცა პირველად ესაუბრნენ ერთმანეთს ინტერნეტით.
`თანამგზავრზე~ მხოლოდ უახლოესი ადამიანები ჰყავდათ დაპატიჟებულნი, მაგრამ თავისი საქორწილო ცეკვის გახსენებისას ინგა დღესაც წითლდება: `საერთოდ, ცეკვასთან ძალიან ცუდ დამოკიდებულებაში ვარ... ჩემი და, სალო, მამეცადინებდა რამდენიმე დღეს და საბოლოოდ "დაისი” რაღაც ძალიან სასაცილოდ გამომივიდა~.
წყვილის ნიშნობაც მეტად საინტერესო ვითარებაში შედგა: "იმ დღეს, როცა ოფიციალური ნიშნობა გვქონდა, ნიკოლოზი, ობიექტური მიზეზების გამო, თვითონ ვერ მოვიდა ჩემს ოჯახში და ბეჭედი მისმა დედამ გამიკეთა... ასე დაუნიშნა "ნენემ ქალი" _ ხუმრობს ინგა.
ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე სადედოფლო კაბის მკერავს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და პატარძალი კაბის გარეშე დარჩა, მაგრამ ბოლო მომენტში დედოფლის მეჯვარემ თავისი ქორწილისთვის შეკერილი კაბა აჩუქა და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა.
ახლა ნიკოლოზი და ინგაც ელოდებიან პატარას _ ელენიკოს, რომელიც სულ რაღაც ორ თვეში მოევლინება ქვეყანას.
0 коммент.:
Отправить комментарий