შეხვედრა 15 წლის შემდეგ

ერთმანეთი დაახლოებით 15 წლის წინ გავიცანით, როცა ჩვენი ოჯახები სრულიად შემთხვევით ერთად წავიდნენ დასასვენებლად. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი ბავშვური სიყვარული, მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი...

5 წლის ასაკში დაწყებული ურთიერთობა მალე გაწყვიტეს... ორი წლის წინ კი სრულიად შემთხვევით ისევ შეხვდნენ ერთმანეთს... მაშინვე იცნეს ერთმანეთი და ყველაფერი თავიდან დაიწყო...
ერთმანეთს ძირითადად ტელეფონით ეხმიანებოდნენ, რადგან ვანდა თბილისში იყო, გიო კი _ ბათუმში. თუმცა, გიო ცდილობდა ხშირად ჩასულიყო ვანდასთან, უწყობდა სიურპრიზებსაც - ჩემი დაბადების დღე თენდებოდა... მიუხედავად ერთკვირიანი გაბრაზებისა და ძლიერი თოვისა, გიო ღამის პირველ საათზე მოვიდა და დამიტოვა საჩუქარი. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო მისი დანახვა.
ტრადიციულად იქორწინეს, გიო ოჯახში მივიდა და მშობლებს ვანდას ხელი სთხოვა. რამდენიმე დღეში კი ქორწილიც შედგა. გიოს თეთრი ჩოხა ეცვა, ვანდამაც შესაბამისი კაბა შეიკერა. ქორწილის მუსიკალურ გაფორმებაზე აჭარის სახელმწიფო ანსამბლის შვიდკაციანმა ბენდმა იზრუნა. მოწვეული ჰყავდათ სხვადასხვა ჟანრის მოცეკვავეებიც, რომლებიც გარდა ქართული ცეკვებისა, სამეჯლისო ცეკვებსაც ასრულებდნენ. ვანდამ და გიომ კი დაისი იცეკვეს _ ძალიან ლამაზად გამოგვივიდა...

ქორწილის დასასრულს, საქორწინო დარბაზის ადმინისტრაციამ წყვილს სიურპრიზი მოუმზადა _ ქორწილი წლის ქორწილად, ხოლო ვანდა და გიო წლის ნეფე-პატარძლად აღიარა.
ქორწილიდან ხუთი დღის შემდეგ თბილისში წავიდნენ _ ჩემი სწავლის გამო დღემდე გრძელდება ჩვენი თაფლობის თვე, _ ამბობს ვანდა.
წყვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს, რადგან ვანდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი ბათუმში დაბრუნებას აპირებენ.
გიორგი ჯინჭარაძე და ვანდა ბარამიძე

2 коммент.:

natalia комментирует...

dzalian lamazi cyvili xart namdvilad

natalia комментирует...

super cyvili

Отправить комментарий