ინგლისური ენის ინტერნეტგაკვეთილები

უნიკალური საიტი უცხო ენის შესწავლის მსურველთათვის. თავდაპირველად საიტზე _ http://www.livemocha.com/ აქაუნთისა და საკუთარი გვერდის შესაქმნელად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი მშობლიური ენა და შემდეგ ის უცხო ენა, რომლის შესწავლაც გსურთ, ამასთანავე უნდა აირჩიოთ ის საფეხური, საიდანაც გსურთ სწავლის დაწყება।.
გაკვეთილები ძირითადად ხუთი საფეხურისგან შედგება: ახალი სიტყვების შესწავლა, გადამოწმება-გამეორება, წერა, კითხვა და მეტყველება (ამ უკანასკნელისთვის მიკროფონი დაგჭირდებათ, რომლის მეშვეობითაც საიტზე თქვენ მიერ წაკითხული წინადადებები ჩაიწერება, მისი არქონის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ეს გაკვეთილი საერთოდ გამოტოვოთ). საიტზე შესაძლოა სპეციალური ვიდეოგაკვეთილებით თქვენი ნაშრომების სხვა მომხმარებლებთან ერთად განხილვაც.
მოცემული დავალებების კარგად შესრულების შემთხვევაში საიტი განიჭებთ ერთგვარ შეფასებას მედლების სახით.
საიტის საშუალებით ერთდროულად რამდენიმე უცხო ენის შესწავლაა შესაძლებელი. ამ დროს უკვე მთავარი, თქვენი მონდომებაა. გარდა უცხო ენის შესწავლისა, საიტი შესანიშნავი საშუალებაა ახალი, უცხოელი ნაცნობების შესაძენად, რაც თავისთავად დაგეხმარებათ ენის უკეთ შესწავლაში.
წარმატებებს გისურვებთ!

4 коммент.:

davidvdv комментирует...

ინგლისური ენის ინტერნეტგაკვეთილები ქართულ საიტზეც არის!! www.teach.ge

iako.lifestyle комментирует...

მჰოდა გადასარევია დავით, უბრალოდ ჩვენს მიერ აღწერილ ვებ გვერდს ცოტათი მეტი ფუნქცია აქვს, მოსახერხებელი ინტერფეისი... თანაც მხოლოდ ორი დღე არ გაქვს უფასო გაკვეთილის მიღების უფლება :)

Анонимный комментирует...

კი მინდა ინგლისურის შესწავლა, მაგრამ როგორ გავიარო რეგისტრაცია, როცა იქ ყველაფერი ინგლისურად წერია?:(

Анонимный комментирует...

Me viyavi livemocaze daregistrirebuli da isev ro shevdivar gakvetilebs ar mixsnis da ragom?

Отправить комментарий