aმ შესანიშნავი ხელჩანთის მომზადება შეუძლია ყველას, ვისაც ცოტა მაინც ეხერხება კერვა _ ჩვენ მხოლოდ იდეას მოგაწოდებთ, რომელიც ერთ–ერთი უცხოური ბლოგიდან ვისესხეთ.
უპირველეს ყოვლისა, ჩანთის ორი მხარე გაამზადეთ. საამისოდ რაიმე სქელი და ფერადი ნაჭერი შეარჩიეთ, შემდეგ ერთ-ერთ მათგანზე ხელით მიაკერეთ ნაჭრის ობიექტივი, პატარა “ვსპიშკა” და სხვა დანარჩენი დეტალები, დაახლოებით ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. სულ ბოლოს საკერავი მანქანით (ან ხელით) ნაჭრის ორივე ნაწილისგან შეკერეთ პატარა ჩანთა, რომლისთვისაც იმავე ზომის, პატარა სარჩული გექნებათ გამზადებული (უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ სარჩულის გარეშედაც დატოვოთ) სარჩული ჩააკერეთ მოკლე ზომის ელვასთან (“ზმეიკასთან”) ერთად. ჩანთა მზადაა. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთ კიდეზე მყარად მიამაგროთ პატარა სახელური.
0 коммент.:
Отправить комментарий