დეას ერთ-ერთ საიტზე გავეცანი და მომეწონა. ამის დასამზადებლად პატარა ბოთლი, საცობი და ჯაჭვი დაგჭირდებათ.
გულსაკიდის ძირითადი `კომპონენტია` პატარა ფლაკონი, რომლისთვისაც ძველი`ნოშპის` , რომელიმე წამლის ან სუნამოს პატარა ბოთლი გამოგადგებათ (ბოთლი არ უნდა იყოს ძალიან მძიმე). მასში უნდა ჩადოთ ხის ტოტის პატარა ნატეხი, რომელიმე გამხმარი ყვავილი, ფერადი ფხვნილი ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პატარა ნივთი, რომელზეც უმჯობესია ბრინჯაოსფერი ან ბრჭყვიალა ლაქი გადაუსვათ, მეტი სილამაზისთვის. შემდეგ ბოთლს მაგრად დააცეთ საცობი, რომელშიც სპეციალური, თხელი ლურსმანი (რომლის შეძენა ძაფებისა და მძივების მაღაზიებშია შესაძლებელი) იქნება ჩარჭობილი, თავზე პატარა რგოლით. საცობის მეორე ბოლოდან გამოსული წვეტი კი მაკრატლით გადაღუნეთ, კარგად რომ დამაგრდეს.
საცობს დაცობის დროს შეგიძლიათ ბოთლის კიდეებზე ცოტა წებოც წაუსვათ. საცობიდან ამოსულ ყუნწში გაუყარეთ თხელი ჯაჭვი ან ტყავის ბაწარი და გულსაკიდიც მზადაა.
2 коммент.:
:D rogor miyvars aseTi raRaceebi :D kidev dadeeeeeeet :D da saeRTod, es saitic Shemiyvarda! :D
მადლობა მარი, აუცილებლად განვაახლებთ მალე სტატიებს ;)
Отправить комментарий