ეს სალათი მათთვისაა, ვისაც არაკალორიული და მარტივად მოსამზადებელი კერძები უყვარს. სალათისთვის დაგჭირდებათ ცოტაოდენი ბრინჯი, ქამა სოკო (სასურველია ცოცხლად), 1 თავი ხახვი და სხვადასხვა მწვანილი, მათ შორის მწვანე ხახვი, შავი პილპილი და მაიონეზი.
სოკო კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ, თხელ ფირფიტებად დაჭერით, ტაფაზე დაყარეთ და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ. პატარა ქვაბში ჩაასხით ცოტა ზეთი და შიგ წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ, როცა სამზარეულოში მადისაღმძვრელი სუნი დატრიალდება ე.ი. ხახვი მოიშუშა და შეგიძლიათ ქვაბში ბრინჯი ჩაამატოთ, დაასხით წყალი (ბრინჯი უნდა დაიფაროს), კარგად ამოურიეთ და დაელოდეთ ბრინჯის მოხარშვას ანუ სანამ წყალი არ ჩაშრება. როცა ბრინჯიც მზად იქნება, ჩაყარეთ ქვაბში სოკო და წვრილად დაჭრილი მწვანილები. ბოლოს კი სალათს თქვენი გემოვნებით მოაყარეთ ცოტაოდენი შავი პილპილი და მარილი. შეგიძლიათ სალათს მაიონეზიც შეურიოთ, თუმცა კერძი მის გარეშეც ძალიან გემრიელი და უფრო ნაკლებ კალორიულიცაა.
გემრიელად მიირთვით!
1 коммент.:
მაგარია!!!
Отправить комментарий