ძნელია, წამოვიდგინოთ ისარმომარჯვებული კუბიდონი, თუმცა იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, გვერდს ვერ აუვლი. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი და მრავალმხრივი განმარტება ლექსიკონში სიტყვა "სიყვარულს" აქვს, მაგრამ შეყვარებულ ადამიანს ყველაზე მეტად ამ გრძნობის აღწერა უჭირს.
ჩემი აზრით, აჯობებს ცოტა ხნით ღრუბლებიდან დავეშვათ, ვარდისფერი სათვალე მოვიხსნათ და რეალურად ვიფიქროთ, როგორი შეიძლება იყოს სიყვარულის ფორმულა.
ფორმულის შედგენისას უნდა გვახსოვდეს ადამიანის გენში დეტერმინირებული გარკვეული ინსტიქტები (წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებოდით შთამომავლობის გარეშე) მაგალითად, მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელსაც აქვს დიდი მკერდი, სქელი ტუჩები, მეტყველი თვალები, ლამაზი სახე, წვრილი წელი და ა.შ. ანუ კაცი მისდაუნებურად აქცევს ყურადღებას ქალის პროპორციულობას. ამას სილამაზედ აღიქვამს. პროპორციულობა კი, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის მიმანიშნებელია.
საყურადღებოა, რომ ქალების უმეტესობა მოსწონთ ოვულაციის ფაზაში, რადგან ოვულაციის დროს სახის ნაკვთები შევსილი და გამოკვეთილია.
დანახვის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე _ აღქმა. ადამიანს ცხვირში გააჩნია ყნოსვის ცენტრი, რომელიც აღიქვამს იმ სპეციფიკურ სუნს, რომელსაც გამოიმუშავებს საპირისპირო სქესის ადამიანის საოფლე ჯირკვალი, რომლის მოლეკულებსაც აიორთქლებს კანი.
ყნოსვის ცენტრი ამოუცნობი ფენომენია, რადგან სწორედ იმ ადამიანზე აკეთებს სიგნალს, რომელთან ერთადაც შეგიძლია სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იყო. მისი საშუალებით მიეწოდება ტვინს ინფორმაცია ადამიანის მეექვსე ქრომოსომის შესახებ, რომელიც აუცილებლად განსხვავებული უნდა იყოს ერთმანეთისგან (ჰისტოშეთავსებულობის უნარი). წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა უნაყოფობისა.
ტვინთან გაგზავნილი ინფორმაცია ნერვული იმპულსების საშუალებით გადაიტანება. იმისდამიხედვით თუ რა ინფორმაცია იქნა გაგზავნილი, გამოიყოფა ფერომონები. ფერომონები გახლავთ სიყვარულის ფორმონიები, რომლებიც ჭარბი რაოდენობით ორგანიზმში მხოლოდ შეყვარებულ ადამიანს აქვს.
თავდაპირველად თირკმელზედა ჯირკვლიდან გამომუშავდება ადრენალინი, მისი დამსახურებით ფეთქავს გული გაორმაგებით, ვწითლდებით და ვხურდებით, ადრენალინს ემატება მეორე ნეირომედიატორი ნორადრენალინი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს დაბნევას, თავბრუხვევასა და სიტყვაძუნწობას.
თუკი უფრო დავასერიოზულებთ ურთიერთობას, სისხლში იმატებს დოფამინი, ხოლო თუ საქმე კოცნამდე მივიდა, გამომუშავებას დაიწყებს ბედნიერების ჰორმონი _ ენდორფინი (მორფინი და ჰეორინი ახდენს ენდორფინის იმიტირებას, რადგან მისთვის დამახასიათებელია გაბრუება), ხოლო სეროტონინის გამომუშავება ენდორფინთან ერთად ოჯახის შექმნაზე მიუთითებს.
ქალები უნდა გაუფრთხილდნენ ჰორმონ ოქსიტოცინს _ სიყვარულის შედეგს, რომელიც გამოუმუშავდებათ მამაკაცებს, აბრუებს მათ და დამყოლს ხდის. სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ახალდაქორწინებული ოჯახი უმეტესწილად ინგრევა ორი წლის შემდეგ მამაკაცის ინიციატივით, რაც მეცნიერების თქმით, სწორედ ოქსიტოცინის გამომუშავების შეწყვეტის მიზეზია.
მაშასადამე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯულიეტა აუცილებლად იპოვიდა სხვა რომეოს და ტრისტანსაც შეუყვარდებოდა სხვა იზოლდა, თუმცა შეყვარებულმა რუსთაველმა საუკუნეების წინ გაამართლა ყველა მიჯნურის საქციელი ფრაზით: ,,გული გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან".
ჩემი რჩევა იქნება, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ, რათა ადვილად ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევრები, არ წაგვეშალოს სიყვარულის ფორმულა და მუდამ გვქონდეს სისხლში ფერომონები.
ნათია ადამია
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი
0 коммент.:
Отправить комментарий