ქორწილები საქართველოში თითქმის ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით მიმდინარეობს, ამიტომ დღევანდელ სტატიაში სხვადასხვა ქვეყნის საქორწინო ტრადიციებს შემოგთავაზებთ _ იქნებ რომელიმე მათგანი თქვენი ქორწილისთვისაც მოგეწონოთ.
ბერმუდის კუნძულებზე ერთი საუცხოო წესი აქვთ _ ახალშეუღლებული წყვილი, თავიანთი სახლის წინ რგავს ხის პატარა ნერგს, რომელიც მათი ახალშექმნილი ოჯახის სიმბოლოა. ასევე ლამაზი წესი აქვთ ინდოეთში, ბრიტანეთსა და ამერიკაში _ ახალდაქორწინებულებს ტაძრიდან გამოსვლისას სახვადასხვა სურნელოვანი ყვავილების (ხშირად თეთრი ვარდების) ფურცლებს აყრიან. მიიჩნევა, რომ ყვავილები ბოროტ სულებს აფრთხობენ. ასევე მიღებულია ტაძრიდან გამოსვლისას ახალშეუღლებულებზე ცოტაოდენი ბრინჯისა და კანფეტების შეყრა, რაც ოჯახის ბარაქიანობის სიმბოლოა.
ბოროტი სულის დასაფრთხობად საკმაოდ ხმაურიანი, მაგრამ სახალისო წესი აქვთ ბელგიელებს, ისინი ახალდაქორწინებულთა მანქანაზე ბაწრით ალუმინის ცარიელ ქილებსა და სხვა ათას ნივთს აბამენ, მანქანის დაძვრისას ატეხილი ხმაურით კი ირგვლივ ყველა ხვდება, რომ მანქანაში ახალშეუღლებული წყვილი ზის.
ჩინეთში სიძე და პატარძალი წითელი თასმით გადანასკვული თასებიდან სვამს ღვინოს, აქ წითელი თასმა სიყვარულისა და სიხარულის სიმბოლოა.
გარდა ამ წესებისა, არსებობს რამდენიმე დაუწერელი კანონი _ ქორწილის ცერემონიამდე სიძემ არ უნდა ნახოს საცოლე სადედოფლო კაბაში _ რატომღაც ეს ცუდ ნიშნადაა მიჩნეული. ასევე საერთაშორისო ტრადიციაა ბუკეტის სროლა _ ეს მომენტი ყველაზე მეტად ქორწილის გაუთხოვარ სტუმრებს უხარით, რადგან, როგორც ამბობენ, ბუკეტი მომავალ პატარძალს `ირჩევს~. ანალოგიური წესი სიძის მეგობრებისთვისაც არსებობს _ სიძე დედოფლის ე.წ. “პოვიაზკას” ისვრის, რომელიც რამდენად უხეშადაც არ უნდა ჟრერდეს, კბილებით უნდა მოხსნას მეუღლეს ფეხიდან. მაგრამ ნუ შეშინდებით, საქართველოში არანაირი ვალდებულება არ არსებობს დედოფლის დაკომპლექსებისა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პატარძლის ნასროლი ბუკეტისთვის ქალებთან ერთად, მამაკაცებიც იბრძვიან და ხშირად იმარჯვებენ კიდეც სუსუტი სქესის წარმომადგენლებთან ორთაბრძოლაში.
შეიძლება ამ ტრადიციათაგან ზოგიერთი სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, შემდეგი ტრადიცია ყველა რეკორდს ხსნის, კერძოდ კი ბულგარეთში ცერემონიიდან მიმავალ სიძე-პატარძალს ლეღვებს ესვრიან.
0 коммент.:
Отправить комментарий