მობილურის ეკრანის გაკაწვრა ყველასთვის არასასიამოვნო ფაქტია. ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გავეცანი ხერხს, რომლის საშუალებითაც შეიძლება თავიდან აიცილოთ ეს უსიამოვნება.
სახაზავით გაზომეთ თქვენი მობილურის ეკრანის სიგრძე და სიგანე, შემდეგ ამ პარამეტრებით გამოჭერით უფერული, ფართე "სკოჩი" ისე, რომ იგი ცოტათი გრძელი იყოს ეკრანის სიგრძეზე _ ეს იმიტომ, რომ დაწებებისას იგი კიდეებით დაიკავოთ და ძირითად ნაწილზე თითის ანაბეჭდები არ დატოვოთ.
ამავდროულად პატარა ჯამში გაამზადეთ წყლისა და თხევადი სარეცხი საშუალების ნაზავი (სარეცხი საშუალება სულ ცოტაა საჭირო, მორევისას წყალი არ უნდა აქაფდეს). ერთი წვეთი ეკრანზე დაასხით და დააწებეთ ამავე სითხით დასველებული `სკოჩი~. შემდეგ ეკრანს გადაუსვით პლასტიკური ბარათი ან მსგავსი ფორმის პლასტმასი, ისე, რომ ეკრანზე ჰაერის ბუშტები არ დარჩეს.
ეკრანის დამცავი ფენაც მზადაა, ახლა თამამად შეგიძლიათ იგი გასაღებთან ერთად ჩაუძახოთ ჯიბეში, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა!
0 коммент.:
Отправить комментарий