ყვავილები და განსაკუთრებით მათი ჩუქება ყველა ქალს უყვარს, ამგვარი საჩუქარი ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს იაფიცაა. ვარდებისა თუ გვირილების თაიგულს საჩუქრად ხშირად იღებენ ქალები, მაგრამ არის ერთი უსიამოვნო ფაქტიც _ ყვავილები ძალიან მალე ხმება.
იმისათვის, რომ ლარნაკში ჩაწყობილი თაიგული დიდ ხანს არ გახმეს, წყალში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი არაყი და ჩააყარეთ ერთი კოვზი შაქარი, არყითა და შაქრით გაჯერებული წყალი ყოველ დღე უნდა ცვალოთ. მართალია, ცოტათი მომაბეზრებელი საქმეა, მაგრამ თუ ყვავილები ძვირფასი ადამიანისგანაა მორთმეული, ნამდვილად ღირს გარჯა.
0 коммент.:
Отправить комментарий