ფანჯრების გაწმენდა დიასახლისებისთვის არც თუ ისე საყვარელი საქმიანობაა. აქ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და პატარა ლაქამ მთელი შრომა შეიძლება წყალში ჩაგიყაროს. არადა, სუფთა ფანჯარა დიასახლისის სავიზიტო ბარათია. ამას ემატება ისიც, რომ დასვრილი, მტვრიანი მინები ხელს უშლის სინათლის შემოსვლას 50%-ით.
მოკლედ, მოგვწონს თუ არა, ფანჯრის გაწმენდა აუცილებელია, ამასთან, წელიწადში ორჯერ მაინც ფანჯრები უნდა გაირეცხოს, გაწმენდა კი მას უფრო ხშირად სჭირდება.
ერთ-ერთ საიტზე ამასთან დაკავშირებულ რჩევებს გავეცანი. უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრები ცხელ ან ქარიან ამინდში არ უნდა გაწმინდოთ, რადგან სწრაფად გამშრალ მინაზე ცისარტყელასებური ლაქები წარმოიქმნება.
დასაწყისისთვის მინებს რბილი ტილოთი უნდა მოაშოროთ მტვერი და მხოლოდ შემდეგ რომელიმე სარეცხი საშუალებით გაწმინდოთ ისინი. შემდეგ კი ფანჯრის მინები, ჩარჩო და რაფა თბილი წყლით უნდა გარეცხოთ და ბოლოს გადაავლოთ ცივი წყალი.
ეფექტური და გამოცდილი საშუალებაა ცარცით გაწმენდა. მინა ჯერ სველი რბილი ტილოთი გაწმინდეთ და შემდეგ ბამბის ტამპონით წაუსვით ცარცის ფხვნილის ნაყენი. გაშრობის შემდეგ გაწმინდეთ მშრალი ტილოთი.
ბევრი დიასახლისი უპირატესობას ანიჭებს ასევე ნიშადურის სპირტს (ერთი სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალში), რომლითაც კარგად ირეცხება როგორც მინები, ასევე ფანჯრის ჩარჩო და რაფა.
თუ გინდათ მინამ სარკისებური ბრწყინვალება შეიძინოს, გაწმინდეთ იგი ერთი სუფრის კოვზი სახამებლისა და ერთი ლიტრი ცივი წყლის ნაზავით. მინა კარგად რომ პრიალებდეს, გაწმინდეთ ძმრით და ცოტა ხნის შემდეგ წყლით გაასუფთავეთ.
ბუზების ნაკვალევი ნიშადურის სპირტისა და წყლის თანაბარი ნაზავით უნდა გაწმინდოთ. ძლიერ დასვრილი მინები ადვილად იწმინდება თბილი წყლით, რომელშიც ცოტა სპირტი იქნება ჩამატებული. იმისთვის, რომ ფანჯრები არ გაიყინოს, შიდა მხარე კარგად გაწმინდეთ სპირტისა და გლიცერინის ნაზავით.
ტილოთი გაწმინდეთ ფანჯრის ჩარჩო, შემდეგ წყალში დასველებული გაზეთით გაწმინდეთ მინა და ბოლოს მშრალი გაზეთით ფანჯრის ერთი მხარე ზევიდან ქვევით, მეორე კი მარცხენიდან მარჯვნივ გაამშრალეთ. ასე ადვილად შეიმჩნევა დარჩენილი ლაქები. ზამთარში ფანჯრის მინები ხშირად ყინულის ფენით იფარება. მისი მომტვრევა არ ღირს, უკეთესია იგი მარილიანი ტილოთი გაწმინდოთ. მარილი `შეჭამს~ ყინულს, მინა კი სუფთა და გამჭვირვალე გახდება.
როგორ გავწმინდოთ ფანჯარა
02:39
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий