ამ დესერტის მომზადება საკმაოდ მარტივია, არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება და რაც მთავარია, მისი მომზადება სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
150 გრამ კარგად გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ამდენივე შაქრის პუდრი და ერთი ცალი კვერცხის ცილა. კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიეცით პატარა ბურთულების სახე.
შემდეგ ორ სუფრის კოვზ ცხელ წყალში გახსენით 150 გრამი შოკოლადი და ადუღეთ შესქელებამდე. თითოეული ბურთულა კარგად ამოავლეთ ჯერ მიღებულ მასაში, შემდეგ კი, სანამ შოკოლადი გაშრება, შაქრის ფხვნილში. დაალაგეთ პერგამენტგადაფარებულ ფოლგაზე და შედგით გახურებულ ქურაში. 10 წუთის შემდეგ გადმოიღეთ, დაელოდეთ გაცივებას და გემრიელად მიირთვით.
0 коммент.:
Отправить комментарий