ზაფხული, გარდა დასვენებისა და განტვირთვისა, იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ დროს ბევრი სხვადასხვაგვარი ხილი შემოდის და გვაქვს საშუალება, მივირთვათ ის, რაც გვინდა. ხშირად უფრო მეტი რაოდენობის ხილს ვყიდულობთ, ვიდრე გვჭირდება, მეორე დღეს კი მას უკვე თავდაპირველი არომატი და გემო აღარ აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დახმარებით შეძლებთ ხილს მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ გემო და ვიტამინები.
ვიტამინების შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა პროდუქტის მაცივარში გაყინვა. მაცივარში გაყინული ხილი და კენკრა თითქმის მთლიანად ინარჩუნებს ჩ ვიტამინს. უმჯობესია გაყინული ხილი სწრაფად გავალხოთ და სწრაფადვე მოვიხმაროთ, სანამ ხილში ვიტამინების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. გაყინვის ტემპერატურა დამოკიდებულია ხილის სახეობაზე და მერყეობს 16 ჩ°-დან 36ჩ°-მდე.
როგორც ბაზრობაზე მითხრეს, ხილი კარგად ინახება მშრალსა და სუფთა სარდაფშიც, რომლის განიავებაცაა შესაძლებელი. ხილი უნდა დაალაგოთ თაროებზე ან ჩააწყოთ ყუთებში.
რაც შეეხება ბოსტნეულს, მისი შენახვის საუკეთესო საშუალება გაყინვაა. თითქმის ყველა ბოსტნეული, გარდა ტენის მაღალი შემცველობის მქონე ბოსტნეულისა (ხახვი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა), ადვილად იყინება. გაყინვამდე ბოსტნეული 2-3 წუთის განმავლობაში გააჩერეთ ცხელ წყალში, შედეგად განადგურდება ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ მის ლპობას. ანალოგიურად ინახავენ მწვანილსაც. სწრაფად გაყინული მწვანილი თავის ფერსა და არომატს უფრო კარგად ინარჩუნებს, ვიდრე შენახვის სხვა მეთოდების დროს. პორციებად დანაწილებული მწვანილი მჭიდროდ შეახვიეთ ფოლგაში ან პოლიეთილენში და შეინახეთ საყინულეში.
რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულის საზამთროდ შენახვას, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მისი მოთავსება ბნელ სარდაფში, ოღონდ ვიტამინების შესანარჩუნებლად უნდა დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი. მაგალითად, კარტოფილის სარდაფში შესანახად საუკეთესო ტემპერატურაა 2-3 გრადუსი, უფრო დაბალი ტემპერატურა ვიტამინების დაშლას გამოიწვევს. ასეთივე ტემპერატურაა სასურველი ხილის შესანახადაც. ნედლი კომბოსტო კი ინახება 1-დან 2-გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში. რაც შეეხება ფოთლოვან ბოსტნეულს, როგორიცაა: სალათა, ისპანახი, ნიახური, ოხრახუში და სხვა, სამ დღეზე მეტ ხანს არ ინახება. სამ დღის შემდეგ, როგორ პირობებშიც არ უნდა შევინახოთ, მათი ვიტამინური შემცველობა 30%-მდე მცირდება.
0 коммент.:
Отправить комментарий