რა იწვევს სოკოს

სოკოთი დაავადება ხშირად აწუხებთ ადამიანებს. ამ სტატიაში მოყვანილი რჩევები, რომელიც დერმატოლოგმა ნინო ბერიძემ მოგვაწოდა, დაგეხმარებათ იმაში, თუ როგორ აიცილოთ ეს დაავადება თავიდან.

“სოკოს განვითარებას ხელს უწყობს ოფლიანობა, უხარისხო და მოჭერილი ფეხსაცმლის ტარება, ვიტამინების ნაკლებობა, იმუნიტეტის დაქვეითება, კანის ტრავმული დაზიანება, დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკების მიღება პერორარული (დალევა) გზით”, _ ამბობს დერმატოლოგი ნინო ბერიძე.

სოკოთი დაავადება თავიდან რომ აიცილოთ, პირველ რიგში, უნდა ატაროთ ხარისხიანი ფეხსაცმელი. გაოფლიანების შემდეგ უნდა დაიბანოთ და კარგად გაიმშრალოთ ფეხი, პროფილაქტიკის მიზნით კარგია იოდის ან რამე მალამოს დადებაც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, სოკო შეიძლება განვითარდეს ზღვაზე ბანაობის დროსაც. ამიტომ, ზღვიდან სახლში მისვლის შემდეგ, ფეხები აუცილებლად კარგად უნდა დაიბანოთ და გაიმშრალოთ. ფეხის გამშრალება აუცილებელია, რადგან სოკოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი სისველეცაა. დახურული ფეხსაცმლის ტარებისას კარგია იოდსაც თუ წაისვამთ.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სოკოსგან თავდაცვისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ჰიგიენის დაცვაა.

გარდა ზემოჩამოთვლილი მიზეზებისა, სოკოს განვითარება შეიძლება სხვა, მაგალითად, მემკვიდრეობითმა ფაქტორმაც განაპირობოს. ამიტომ, თუ შეამჩნიეთ, რომ ფრჩხილის ფერი შეიცვალა, გაყვითლდა, გახდა მტვრევადი და გასქელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. როგორც ნინო ბერიძე ამბობს, თუკი დროულად მიმართავთ ექიმს, სოკოს სრული განკურნება შესაძლებელია _ “მკურნალობის პერიოდში ზღვაზე ბანაობა გამორიცხულია, რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ. საერთოდ, ხელის ფრჩხილები უფრო სწრაფად იზრდება და ამიტომ მათზე უფრო სწრაფად ვითარდება სოკო. თუ ხელისა და ფეხის ფრჩხილები მთლიანად დაზიანებულია, განკურნებას 4-5 თვე სჭირდება”.

1 коммент.:

Анонимный комментирует...

ფეხის თითი მაქვს დალურჯებული და ქავილი,ცურვის შემდეგ.მაინტერესებს არის თუ არა ეს სოკოო??

Отправить комментарий