სოფოსა და გელას სიყვარულის ისტორია სამი წლის წინ დაიწყო... ისინი შემთხვევით შეხვდნენ და ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი... სოფო: ”არ მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ასე მოდა და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცეთ”.
ისინი სამი წლის განმავლობში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ყოველ დღე მათი გრძნობები უფრო და უფრო ძლიერდებოდა… “ვგრძნობდი, რომ გელა ჩემ გამო შეუძლებელს შეძლებდა, ამის დასტური იყო ჩემი სახელის ხელზე ამოსვირინგებაც”.
როგორც სოფო ამბობს, გელამ თავისი იუმორით და მუსიკალური ნიჭით სოფოს მშობლებიც მოხიბლა. მალე, სოფოს დაბადების დღეზე წყვილის ნიშნობაც გაიმართა… სოფო: “ერთი წელი და ექვსი თვე ვიყავით დანიშნულები. ამ დროის განმავლობაში, ბედნიერებასთან ერთად, ბევრი პრობლემაც შეგვხვდა. გვქონდა უმძიმესი დროც, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენმა სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადალახა”.
ქორწილი სიყვარულის დღეს, 15 აპრილს გადაიხადეს. “საქორწილო მზადებამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, კაბა ერთი თვით ადრე შევუკვეთე. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ქორწილის დღესვე მოვაწერეთ ხელი და სამარადისო სიყვარული შევფიცეთ ღმერთს”.
ქორწილი ულამაზესი და სიურპრიზებით სავსე იყო _ გელამ სოფოს ორი სიმღერა მიუძღვნა, მათგან ერთი სპეციალურად სოფოსთვის იყო დაწერილი. “დარბაზიდან გრანდიოზული ფეიერვერკით გამოგვაცილეს, ეს დღე ჩვენთვის დაუვიწყარია”, _ ამბობს სოფო.
სოფო მახარაძე და გელა გორაძე
0 коммент.:
Отправить комментарий