ამჯერად ძალიან გემრიელი და ბევრისთვის საყვარელი კიტრის სალათის მომზადების წესს გთავაზობთ. ეს არის საზაფხულო მსუბუქი სალათა, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება.
სალათისთვის 3-4 ცალი საშუალოზე დიდი ზომის კიტრი, დაახლოებით 500 გრამი მაწონი, ქინძი, ნიორი და ნიგოზი დაგჭირდებათ.
კიტრი გათალეთ და დაჭერით რაც შეიძლება პატარ-პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 20-30 წუთით. შემდეგ გაწურეთ და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, დაასხით ცივი მაწონი, ისე, რომ ოდნავ წვნიანი გამოვიდეს. დაამატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, ქინძი და ნიორი, კარგად მოურიეთ და კერძიც მზადაა.
ხშირად ამ სალათში მაწვნის ნაცვლად მაიონეზს ან ნადუღს ურევენ. რა თქმა უნდა, ასეც გემრიელია, მაგრამ მაწვნით მომზადებულს განსაკუთრებულად კარგი და სპეციფიკური გემო აქვს.
გაითვალისწინეთ, რომ კიტრის სალათი გემრიელია მჭადთან ერთად.
0 коммент.:
Отправить комментарий