ზაზუნა მინდვრის ცხოველია და მის საკვებ რაციონს ძირითადად შეადგენს თხილი, მზესუმზირა, ხორბალი, შვრია და ა.შ. როგორც ერთ-ერთი ზოომაღაზიის თანამშრომელმა, ანდრეი ვარონინმა გვითხრა, ზაზუნას გამოკვება სხვა საკვებითაც არის შესაძლებელი _ “შეგიძლიათ მისცეთ ადამიანის ყველანაირი საკვები. სასურველია, დღეში რამდენჯერმე აჭამოთ სუფთა ხილი და ბოსტნეული, მათი საშუალებით ისინი იკმაყოფილებენ წყლის მოთხოვნილებასაც”.
ზოგადად, ზაზუნასთვის დიდი რაოდენობით წყლის მიწოდება არ შეიძლება, ამიტომ მას წყალი ჭურჭლით არ უნდა დაუდგათ, წყლის ერთი წვეთი თითზე უნდა დაიწვეთოთ და ისე დაალევინოთ.
რაც შეეხება ზაზუნას სახლს, ზოომაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ სახლიც და მისი გასაფორმებელი საშუალებებიც, ამისათვის ძირითადად ნახერხი გამოიყენება. ზაზუნებს უყვართ სარბენი რგოლი, რომელსაც ასევე ზოომაღაზიაში შეიძენთ. შეეცადეთ, ზაზუნების სახლი ხშირად გაასუფთავოთ, ზამთარში ჩაუფინეთ თბილი ნაჭრები, რომ არ გაგიცივდეთ.
სასურველია, გყავდეთ რამდენიმე ზაზუნა, მარტომ რომ არ მოიწყინოს, ერთს კი მეტი სითბო და ყურადღება სჭირდება. საერთოდ, ზაზუნები ადვილად მრავლდებიან და თუ ყველას არ გააჩუქებთ, კარგს იზამთ, რადგან “ხალხმრავლობას” მიჩვეული მოიწყენს და შეიძლება დაავადდეს კიდეც.
არსებობს ზაზუნების რამდენიმე სახეობა, ზომისა და ბეწვის (გრძელბეწვიანი, მოკლებეწვიანი) მიხედვით.
ზაზუნა შეგიძლიათ შეიძინოთ ზოომაღაზიებში. მისი ღირებულება საშუალოდ 10 ლარია. ანდრეი ვარონინი ამბობს, რომ ზაზუნა დაავადებების გადამდები ან გამავრცელებელი არაა, უბრალოდ ალერგიულ ადამიანებში მისმა ბეწვმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
0 коммент.:
Отправить комментарий