ლამაზი ხელები ყველა ადამიანისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია. ხელების საშუალებით შეიძლება გავიგოთ ადამიანის ხასიათი, თავისებურებები დ ზოგჯერ ბედისწერაც კი… როგორც სილამაზის სალონ “new style”_ ის თანამშრომელმა _ თამუნა ბერიძემ გვითხრა, ხელის კანის მოვლისთვის ყველაზე კარგია გლიცერინის შემცველი ხელის კრემი. ხელს განსაკუთრებით ზამთარში უნდა მოვუაროთ, რადგან ამ დროს კანი შრება ან იქერცლება. საერთოდ კი, სასურველია ხელის კრემი ყოველდღიურად გამოვიყენოთ, რათა ლამაზი და ჯანმრთელი ხელები გვქონდეს.
როგორც თამუნამ გვითხრა, ფრჩხილების მოვლისთვის კარგია 10-15 წუთით ფრჩხილები გავაჩეროთ ლიმონის წვენში. რამდენიმე ასეთი პროცედურა გაამაგრებს ფრჩხილებს. იმ ადამიანებმა კი, რომლებსაც განსაკუთრებულად მტვრევადი ან ძალიან თხელი ფრჩხილები აქვთ, ფრჩხილის ძირებში ყოველდღიურად უნდა წაისვან იოდი. არსებობს ასევე ფრჩხილების გასამაგრებელი სპეციალური ზეთებიც, რომელთა შეძენაც აფთიაქებშია შესაძლებელი.
მანიკურის მოყვარულებს კი თამუნა ბერიძე ურჩევს, რომ შეიძინონ ხარისხიანი ლაქი ან გაითვალისწინონ შემდეგი რჩევა: ”უბრალო ლაქმა რომ ფრჩხილი არ დააზიანოს, ჯერ წაისვით გამჭვირვალე ლაქი და შემდეგ გადაისვით სასურველი ფერი, ეს დაიცავს ფრჩხილს”. რაც შეეხება ხელოვნურ ფრჩხილებს, სასურველია ისინი სპეციალისტმა გაგიკეთოთ და თუ გაგიფუჭდათ, თვითნებურად ნუ დაიწებებთ. უბრალო პლასტმასის ფრჩხილები კი, რომლებიც ბაზრობაზე იყიდება, აზიანებს ფრჩხილს, რადგან მისი წებო უხარისხოა.
0 коммент.:
Отправить комментарий