ეს არ ყოფილა ერთი ნახვით სიყვარული, პირიქით, პირველი შეხვედრისას ერთმანეთი არც მოეწონათ. ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გაიცნეს და მეათე დღეს შეხვედრაც გადაწყვიტეს. შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან სიმპათია არც ერთს არ გასჩენია… მაგრამ რატომღაც იმავე საღამოს ისევ შეხვდნენ… სწორედ ამ შეხვედრამ განაპირობა მათი შემდგომი ურთიერთობა _ თამუნა მიხვდა, რომ მერაბი კარგი და საიმედო ადამიანი იყო, მერაბი კი მიხვდა, რომ თამუნა მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანია და მასთან ერთად ყოფნა სურდა.
მერაბი მეზღვაურია და შეხვედრიდან სულ მალე რამდენიმე თვით გამგზავრება მოუწია. დაბრუნების შემდეგ ურთიერთობა კვლავ გააგრძელეს... ერთხელაც, მორიგი შეხვედრისას, მერაბმა გადაწყვიტა თამუნას სიყვარულში გამოტყდომოდა…
მალე მერაბი კვლავ გაემგზავრა. დაბრუნებისას კი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თამუნა მისი მეუღლე უნდა გამხდარიყო, ამიტომ მალევე მივიდა თამუნას ოჯახში და მშობლებს ხელი სთხოვა.
მალე ნიშნობაც გაიმართა და ქორწილისთვის მზადება დაიწყო. საქორწილო სამზადისში არავინ ჩარეულა, ყველაფერი წყვილმა მოამზადა, დარბაზში მაგიდებიც თავად დაალაგეს, მუსიკოსებიც თავად დაიქირავეს…
თამუნა მხატვარია და საპატარძლო კაბის დიზაინის მოფიქრება არ გაჭირვებია. ესპანური სტილის კაბა შეიკერა, ზურგზე ღრმად ამოღებული, თმაში კი დიდი თეთრი ვარდი ჰქონდა ჩამაგრებული. მერაბმა შავ შარვალ-კოსტიუმს მიანიჭა უპირატესობა.
ქორწილმა მშვიდად ჩაიარა, თამუნამ ძმასთან ერთად დუეტიც შეასრულა. ტრადიციული მუსიკის შემდეგ, ქორწილის დასასრულს, დისკოთეკაც გაიმართა.
ტორტი ტრადიციულად, ქორწილის მეორე დღეს გაჭრეს, მესამე დღეს კი წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად ანტალიაში გაემგზავრა.
მერაბ ქარცივაძე და თამუნა ბაგეიშვილი
1 коммент.:
sainteresoa...
Отправить комментарий