იმის დადგენა, ხართ თუ არა ბრტყელტერფიანი, ტერფზე დაკვირვებით, ვიზუალურადაცაა შესაძლებელი. ტკივილი ბრტყელტერფიანობის მხოლოდ მწვავე ფორმების დროს შეიგრძნობა. ამ პრობლემის გამო ადამიანებს გადაადგილების დროს ექმნებათ დისკომფორტი, ადვილად ეღლებათ ფეხები და აქვთ ტკივილის შეგრძნება. “ტერფი ძალიან პატარაა, ამიტომ მთელი სხეულის სიმძიმე უნდა აიტანოს. ბუნებამ შეუქმნა ერთგვარი თაღი, რათა მოძრაობა უფრო ადვილი იყოს, ბრტყელტერფიანებს კი ეს ნაკლებად აქვთ განვითარებული”, _ ამბობს საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის ექიმი, ლევან გამყრელიძე.
ექიმის თქმით, ბრტყელტერფიანობა მემკვიდრეობითაც გადაეცემა, თუმცა ხშირად იგი უფრო შეძენილია. ეს არასწორი პროფილაქტიკისა და უხარისხო ფეხსაცმლის ტარების შედეგია. “ყველა ადამიანმა, მიუხედავად ასაკისა, უნდა ატაროს ფეხსაცმელი სუპინატორით (ფეხსაცმელში ტერფის თაღის ადგილას ამობურცული ნაწილი). ასეთი ფეხსაცმლის ტარება არ ნიშნავს იმას, რომ ბრტყელტერფიანი ხართ, ეს არის ერთგვარი პროფილაქტიკა. ადრე ყველა ფეხსაცმელს ჰქონდა სუპინატორი, ახლა კი მხოლოდ ძვირადღირებულ ფეხსაცმელს აქვს, რადგან მათი დამზადება ძვირი ჯდება. მიუხედავად ამისა, უნდა შევეცადოთ ვატაროთ ასეთი ფეხსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხი ვერ გაუძლებს სხეულის სიმძიმეს და დროთა განმავლობაში ბრტყელტერფიანობა ჩამოგიყალიბდებათ”.
განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ბავშვებთან მიმართებაში. პატარა ბავშვს ფიზიოლოგიურად ბრტყელი ტერფი აქვს, რადგან კანქვეშა ცხიმოვანი ნაწილი მეტადაა განვითარებული, რაც ერთგვარი დამცავია დაცემის და სხვადასხვა საფრთხის დროს. როცა ბავშვი სიარულს იწყებს, ეს ქსოვილი დნება და რჩება კუნთები, იოგები, ძვლები და ა.შ. იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ტერფის “თაღი”, ბავშვს აუცილებლად უნდა ჩავაცვათ სუპინატორიანი ფეხსაცმელი.
ბრტყელტერფიანობის აღმოფხვრა, როგორც ბატონი ლევანი ამბობს, ადრეულ ასაკში სრულიად შესაძლებელია. თუმცა, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რასაც მშობლები ხშირად არ თანხმდებიან. მას შემდეგ, რაც ბავშვის ძვალი ჩამოყალიბებას ამთავრებს, ბრტყელტერფიანობის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ქირურგიული ჩარევა, თუმცა, ოპერაცია ნაკლებად ეფექტურია.
3 коммент.:

0 коммент.
cadit tqveni8 ноября 2012 г., 10:31ექიმის თქმით, ბრტყელტერფიანობა მემკვიდრეობითაც გადაეცემა, თუმცა ხშირად იგი უფრო შეძენილია. ეს არასწორი პროფილაქტიკისა და უხარისხო ფეხსაცმლის ტარების შედეგია. “ყველა ადამიანმა, მიუხედავად ასაკისა, უნდა ატაროს ფეხსაცმელი სუპინატორით (ფეხსაცმელში ტერფის თაღის ადგილას ამობურცული ნაწილი). ასეთი ფეხსაცმლის ტარება არ ნიშნავს იმას, რომ ბრტყელტერფიანი ხართ, ეს არის ერთგვარი პროფილაქტიკა. ადრე ყველა ფეხსაცმელს ჰქონდა სუპინატორი, ახლა კი მხოლოდ ძვირადღირებულ ფეხსაცმელს აქვს, რადგან მათი დამზადება ძვირი ჯდება. მიუხედავად ამისა, უნდა შევეცადოთ ვატაროთ ასეთი ფეხსაცმელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხი ვერ გაუძლებს სხეულის სიმძიმეს და დროთა განმავლობაში ბრტყელტერფიანობა ჩამოგიყალიბდებათ”.
amis amxevs cccccccccccccccccoooooooooooooooooooooooccccccccccccccccccccccccccccccxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxxiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii
Отправить комментарий