რჩევები დიასახლისებისთვის სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე და სპეციალურ ლიტერატურაში მოვიძიე.
თუ ჩრჩილმა შეგაწუხათ და სპეციალური საშუალებებით ვერაფერი გააწყვეთ, გამხმარი მიხაკის ან თამბაქოს ფურცლები გამოიყენეთ, ეფექტურია ფორთოხლის კანიც;
გატეხილი ჭიქის ან ქილის ნამსხვრევების აღება იატაკიდან ხშირად პრობლემას ქმნის. დიდი ზომის ნამსხვრევების აკრეფა ხელითაც მარტივია, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია პატარა, შეუმჩნეველი ნამსხვრევები. მათ ადვილად იპოვით პლასტილინისგან დამზადებული ბურთულას საშუალებით;
თუ ხალიჩაზე პატარ-პატარა ნახვრეტები გაჩნდა, ხალიჩის იმ ნაწილიდან, რომელიც გადაკეცილია ან ავეჯის ქვეშაა და არ ჩანს, ამოჭერით ზუსტად იმავე ზომის კვადრატი და მიაწებეთ დაზიანებულ ადგილას. დეფექტი ფაქტობრივად არ გამოჩნდება, უბრალოდ, რამდენიმე ხნის განმავლობაში ეს ადგილი შედარებით მკვეთრი ფერის იქნება;
თუ გინდათ ხალიჩის ფერი უფრო მკვეთრი და ხასხასა იყოს, საღამოს წვრილი თეთრი მარილი მოაყარეთ და მეორე დღეს სუფთა სველი ტილოთი გაწმინდეთ;
რაც შეეხება ლინოლეუმს, მას უკვე ძალიან ცოტა იყენებს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ უფრო დიდხანს გაძლებს, თუ თბილი, საპნიანი წყლით გაწმენდთ. ასევე საჭიროა ლინოლეუმი დროდადრო სპეციალური პასტით გაწმინდოთ;
მინის (ფანჯრის მინა, სარკე და ბროლი) გასაპრიალებლად გამოიყენეთ ცივ წყალში დასველებული კაპრონის წინდა (ე.წ. “ჩულქი”).
0 коммент.:
Отправить комментарий