ძვირფასი ლითონების ხარისხის გარკვევა არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საიუველირო მაღაზია _ “ძოწის” თანამშრომელი, მზია ქათამაძე გვირჩევს, რომ ვერცხლის შეძენისას კარგად დავაკვირდეთ მის ფერს: “ნამდვილი ვერცხლი მოთეთრო შეფერილობისაა, ხოლო არანამდვილი _ რკინისფერია. ქარხნული ვერცხლის ყიდვისას უნდა გახსოვდეთ, რომ ძველი ვერცხლის შტამპია _ 883, ხოლო ახალის _ 925. ვერცხლი მარილთან, მარილიან წყალთან შეხებისას შავდება, რის შემდეგაც იგი შალის ნაჭრით კარგად იწმინდება. ფასის მიხედვით ვერცხლის ნამდვილობის გარკვევა რთულია, რადგან ზოგჯერ ბიჟუტერია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ძვირფასი მეტალი”.
რაც შეეხება ოქროს, აქ საქმე უფრო რთულადაა, რადგან მისი, როგორც მეტად ძვირფასი ლითონის, გაყალბების უამრავი ხერხი არსებობს. როგორც ქალბატონი მზია იხსენებს, ყოფილა შემთხვევები, როცა ბიჯუტერიას ოქროს სამი ფენა ჰქონდა გადაკრული და ბანკშიც კი მოტყუვდნენ. ამიტომ იგი გირჩევთ ოქროს ნივთის შეძენამდე აუცილებლად შეამოწმებინოთ იუველირს.
ოქრომჭედელი _ ჯუმბერ შავაძე კი ძვირფასი ლითონების სანდო ადგილას ყიდვას, ასევე იუველირთან შემოწმებას გვირჩევს.
0 коммент.:
Отправить комментарий