ყველა დედა ბავშვის ფოტოებს ელექტრონული სახით კომპიუტერში ან დისკებზე, ან სპეციალურ ალბომებში ინახავს. იმისთვის, რომ გაიხსენოთ როგორი იყო თქვენი შვილი რამდენიმე თვის წინ, გჭირდებათ კომპიუტერი, DVD ან ფოტოალბომების გადაქექვა. ამის გაკეთება აღარ დაგჭირდებათ, თუკი ოთახის კედლებს გააფორმებთ ბავშვის ფოტოებით, რომლებიც მოთავსებული იქნება სახელობით ჩარჩოებში.
მათი დამზადება ძალიან მარტივია, დაგჭირდებათ ფოტოს უბრალო სწორკუთხოვანი ჩარჩო, მუყაო, ქაღალდის წებო ან ე.წ. “სკოჩი” და ბავშვის ფოტოები. ჩარჩოს ზომის მუყაოზე დააწერეთ ბავშვის სახელი ან ინიციალები და გამოჭერით. თუ ხელით ვერ მოახერხებთ დაწერას, შაბლონი კომპიუტერის საშუალებით გაამზადეთ, ამის გაკეთებისთვის ყველაზე მარტივი გზა WORD-ის ან PAINT -ის პროგრამების გამოყენებაა.
მას შემდეგ, რაც ბავშვის სახელის შესაბამისი ასობგერები მზად იქნება, დააწებეთ მას შესაბამისი ფოტოები და ჩადეთ ჩარჩოში. შეგიძლიათ მთელი სახელი მოათავსოთ ერთ ჩარჩოში ან შეიძინოთ იმდენი ჩარჩო, რამდენი ასობგერითაც შედგება თქვენი პატარას სახელი და თითო ჩარჩოში თითო ფოტო-ასობგერა ჩადეთ. არაფერი დაშავდება, თუ ჩარჩოები სხვადასხვაგვარი იქნება, ასე თქვენი ნამუშევარი უფრო საინტერესო და ორიგინალური გამოვა.
ასეთი “სახელობითი” ჩარჩოები ბავშვს გაახალისებს, თქვენს სახლს კი ინდივიდუალობასა და ორიგინალობას შემატებს.
0 коммент.:
Отправить комментарий