ჩვენი ქალაქის ნესტიანი ჰავის პირობებში ცხიმიანი სახის კანი ბევრი ქალისთვის დიდი პრობლემაა. ცხიმიანი კანის გასაწმენდად გამოიყენება სკრაბი. არსებობს სხვადასხვა დანიშნულებისა და ხარისხის სკრაბი.
“სკრაბი კვირაში ერთხელ ან ორჯერ უნდა გამოიყენოთ, კანის ცხიმიანობის მიხედვით” _ გირჩევთ "ჰეკატეს" თანამშრომელი, ლელა ალხორბა.
თუ თქვენი კანი სისტემატურ გაწმენდას საჭიროებს, სასურველია რბილი სკრაბი გამოიყენოთ, კანი რომ არ გამოგიშრეთ. სკრაბი საშუალოდ 5-7 წუთის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ. საერთოდ, თუ რამდენ ხანს უნდა გაიჩეროთ სკრაბი სახეზე, მის შეფუთვაზეა მითითებული.
“ჰეკატეს” თანამშრომელი გირჩევთ, რომ სკრაბი აბაზანის მიღების შემდეგ გამოიყენოთ, რადგან აბაზანის ორთქლი აფართოებს კანის ფორებს, რაც მათგან ჭუჭყის გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა.
რაც შეეხება სკრაბის ღირებულებას, “ჰეკატეში” მისი მინიმალური ფასი 3.5 ლარია, მაქსიმალური კი _ 15 ლარი. არის 1.5-ლარიანი, წყალში გასახსნელი ფხვნილიც.
საერთოდ, სკრაბი კანის გაღიზიანებას არ იწვევს, მთავარია, ზედმეტად ხშირად არ მოიხმაროთ, კანი რომ არ გამოგიშრეთ.
არსებობს სკრაბის სახლის პირობებში დამზადების ხერხებიც: ნებისმიერ მკვებავ კრემში შეურიეთ გაუცრელი მჭადის ფქვილი და მიღებული მასა წაისვით სახეზე. მას შემდეგ, რაც კრემი კარგად გაშრება, ჩამოიბანეთ; ან პამიდორს აათალეთ ყუნწის მიმდებარე ნაწილი ყუნწიანად, ამოსვარეთ შაქარში, წაისვით სახეზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
0 коммент.:
Отправить комментарий