ტანსაცმელმა ფერი რომ შეინარჩუნოს


სამწუხაროდ სამოსი, რამდენად ფაქიზადაც არ უნდა მოვუაროთ მას, დროთა განმავლობაში მაინც კარგავს პირვანდელ იერს. ყოველი გარეცხვისას სამოსს ფერიაკლდება” და ბოლოს სრულიად განსხვავებული ფერის ტანსაცმელი გვრჩება ხელთ. თუმცა არსებობს რამდენიმე ხერხი სამოსისთვის ფერისა და ფორმის შესანარჩუნებლად. თუ სამოსი თქვენთვის ძვირფასია, შეეცადეთ, უარი თქვათ სარეცხ მანქანაზე და ხელით გარეცხოთ რამდენიმე წესის დაცვით. ხელით რეცხვისას ჯერ წყალში სარეცხი ფხვნილი უნდა გააზავოთ და შემდეგ მოათავსოთ მასში სამოსი, ფხვნილის პირდაპირ სამოსზე დაყრა რეკომენდებული არ არის. თუ გსურთ, რომ სამოსმა ფერი შეინარჩუნოს, სარეცხი ფხვნილის შემდეგ წყალში ერთი ჭიქა ძმარი ჩაასხით და ერთი სუფრის კოვზი მარილი ჩაყარეთ.

ყურადღება მიაქციეთ სარეცხი ფხვნილის შემცველობას _ ფერადი ნივთები არ უნდა გარეცხოთ მათეთრებელი ნივთიერებების შემცველი ფხვნილით, თორემ სამოსი ფერს შეიცვლის და ადგილ-ადგილ დალაქავდება.

რაც შეეხება ჯინსს, რომელიც ყველა ჩვენგანის გარდერობში მოიძებნება, მისი გარეცხვა უკეთესია გრილ წყალში. რეცხვისას სასურველია გადაბრუნებული იყოს, ღილები\ელვა კი _ შეკრული, ასე ჯინსი ფორმას შეინარჩუნებს. ჯინსმა ფერი რომ არ დაკარგოს ან უკვე დაკარგული ფერი რომ აღიდგინოს, გარეცხვის შემდეგ იგი ერთი საათით ლილიან წყალში ჩაალბეთ, შემდეგ კი გაავლეთ და გააშრეთ.

0 коммент.:

Отправить комментарий