თევზებს უამრავი კარგი თვისება გააჩნიათ. ფსიქოლოგების აზრით ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამიტომ სხვადასხვა სახის კლინიკაში ხშირად შეხვდებით აკვარიუმს. ბევრს სურს აკვარიუმი სახლში ჰქონდეს, მაგრამ მიჩნეულია, რომ თითქოს თევზების მოვლა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ ადამიანები თევზის ყოლას თავს არიდებენ.
თევზებთან დაკავშირებული რჩევების მისაღებად ბათუმის აკვარიუმს მივმართე. ვფიქრობ, მოწოდებული რჩევები ბევრ მკითხველს ოცნების ახდენაში დაეხმარება, რადგან აღმოჩნდა, რომ თევზების მოვლა არც ისე რთულია.
უპირველეს ყოვლისა, შეარჩიეთ სასურველი თევზი. შემდეგ გაიგეთ მისი თვისებები, მაგალითად, ზოგიერთი თევზისთვის აუცილებელია მარტო ყოფნა, ზოგი კი პირიქით, აკვარიუმში პატარა გუნდთან ერთად უნდა ცხოვრობდეს, რათა კარგად იგრძნოს თავი და არ მოიწყინოს. ასევე, არიან თბილი და ცივი წყლის მოყვარული თევზები და აკვარიუმის გაფორმებისას აუცილებელია მათი სახეობის გათვალისწინება.
რაც შეეხება აკვარიუმს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზომას. რაც პატარაა აკვარიუმი, მით უფრო რთული მოსავლელია შიგ თევზი. ბათუმის აკვარიუმის თანამშრომელი, ანდრეი ტრეგუბოვი გირჩევთ, რომ 50 ლიტრზე ნაკლები თავსებადობის აკვარიუმი არ შეიძინოთ. ასევე დაგჭირდებათ აკვარიუმის გასაფორმებელი დეკორაციები, გამათბობლები და ფილტრები, რომელთა შეძენაც ზოომაღაზიებშია შესაძლებელი. გამათბობელი აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ თბილი წყლის თევზებს შეიძენთ. ისინი ტროპიკების ბინადრები არიან და ჩვენი ზომიერი კლიმატის პირობებში უჭირთ, ამიტომ აუცილებელია მათთვის თბილი წყალი. რაც შეეხება ფილტრს, იგი სისუფთავის შესანარჩუნებლადაა საჭირო. საჭიროა განათებაც, რათა აკვარიუმის ცოცხალ მცენარეებში ფოტოსინთეზი მოხდეს. რაც შეეხება ნიჟარებს, მათი შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, რადგან ზოგიერთი ნიჟარა ცვლის წყლის შემადგენლობას, რაც უარყოფითად მოქმედებს გარკვეული სახეობის თევზზე.
თევზებს დღეში 2-3-ჯერ უნდა აჭამოთ. ისინი უნდა კვებოთ კომბინირებული საკვებით, რომელშიც შედის როგორც ცოცხალი ორგანიზმები, ისე მცენარეული ნივთიერებები. საკვების შეძენა ზოომაღაზიებშია შესაძლებელი. თევზებმა მხოლოდ საჭირო რაოდენობის საკვები უნდა მიიღონ. მათთვის საკმარისია საკვების ის რაოდენობა, რასაც ისინი 5-6 წუთში შეჭამენ, დარჩენილი საკვები მაშინვე უნდა ამოვიღოთ წყლიდან, რათა თევზები არ მოიწამლონ. დაიმახსოვრეთ, სწორედ საკვების ეს რაოდენობა უნდა მიაწოდოთ შემდეგ თქვენი აკვარიუმის ბინადრებს.
აკვარიუმში წყალი კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. თუ გამოიყენებთ ონკანის წყალს, შეცვლამდე სამი დღით ადრე წყალი გააჩერეთ თავღია ჭურჭელში, რადგან იგი ჭარბი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს და საჭიროა გასუფთავება. წყლის გამოცვლისას აუცილებელია, ახალი წყლის ტემპრატურა და აკვარიუმის წყლის ტემპერატურა თანაბარი იყოს, თევზები მგრძნობიარე ორგანიზმები არიან და 2-3 გრადუსის სხვაობამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მათზე.
თევზების მოვლა, ზოგადად, ადვილია, მაგრამ აუცილებელი ყურადღებით იყოთ, რათა არ გამოგეპაროთ შემთხვევითი დაავადება. ანდრეი ტრეგუბოვი: “თევზის ავადმყოფობა სხვადასხვა ნიშნით შეიძლება გამოიცნოთ: სუნთქვით, მოწყენილობით, დაავადებული თევზი არ ჭამს.... მთავარია, დაავადება დროულად შეამჩნიოთ და მიმართოთ სპეციალისტს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ, ჩვენთან კონსულტაცია უფასოა”.
მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ თევზები ცოცხალი ორგანიზმები არიან და არა დეკორაციული საშუალებები და მათ მოვლა სჭირდებათ.
8 коммент.:
qvevit dacuravs da tavi uvardeba curvis dros,rit sheizleba g=davexmaroo?titqos gaudidda tavi :(
sakvebs vutovebdi da damiavadnen tevzebi ra vushvelo rogor gadavarchino ori momikvda
dzalian didi madloba aseti kargi informaciistvis
გამარჯობათ. მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, თუ მაქვს ფილტრი-ჟანგბადი, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვუცვალო წყალი აკვარიუმს? მადლობთ და გელით
გამარჯობათ. მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, თუ მაქვს ფილტრი-ჟანგბადი, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვუცვალო წყალი აკვარიუმს? მადლობთ და გელით
ერთი პატარა თევზი მყავს, სახელი არ ვიცი მე ფარნავაზი დავარქვი, ხოდა ახლა ცუდადაა, ფსკერზე წევს და იშვიათად მოძრაობს, ტანზე თეთრი ლაქები აქვს, თბილი წყლის თევზია წვრილი გრძელი ოღონდ პატარა, 23 გრადუსია აკვარიუმში, ტემპერატურის ბრალია ცუდად რომ არის? მეორე ცოტახნის წინ მომიკვდა, დამეხმარეთ ეს მაინც გადაvარჩინო
23 გრადუსი ცოტაა თუ თბილი წყლისაა. 28 გრადუსი უნდა
მე ჭითერქუდამყავს და ცუდათ არიან ერთ ადგილას არის შილ ერთი მომიკვდა გთხოვთ დამეხმარეთ
Отправить комментарий