როგორ შევარჩიოთ სახატავი ფანქარი

დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად ჩინური სახატავი ფანქრები იყიდება. ისინი იაფია, თუმცა არა _ ხარისხიანი. ერთ-ერთი საკანცელარიო მაღაზიის ხელმძღვანელის, ჯუმბერ ქედემანიძის თქმით, დღეისათვის სახატავ ფანქრებს შორის ყველაზე ხარისხიანიაკოხინორისფირმის ჩეხური დალირასფირმის გერმანული ფანქრები. ისინი შედარებით ძვირია, მაგალითად, გერმანულილირასფირმის ფანქრები (12 ფერი) 6 ლარი ღირს, ხოლო იმავე მოცულობის ჩინური ფანქრების ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს. ევროპულის შემდეგ, ყველაზე ხარისხიანი რუსული ფანქრებია, მაგრამ ქართულ ბაზარზე ის მცირე რაოდენობითაა და ძვირი ღირს.

ფერადი ფანქრების ხარისხიანობის გასარკვევიად რამდენიმე ხერხი არსებობს: კარგი ფანქარი არ უნდა იყოს იმდენად რბილი, რომ ხატვისას დაიშალოს და იმდენად უხეში, რომ ფურცელი გაკაწროს. ფანქარი, რა ფერიც გარედან ახატია, იმავე ფერად უნდა ხატავდეს. მაგალითად, ჩინური ფანქრები გარედან სხვა შეფერილობისაა და სხვა ფერად ხატავს _ უფრო მკრთალად და ბლანტად. ასეთი ფანქარი უხარისხოა. ფანქრის გარე საფარველი ხისგან უნდა იყოს დამზადებული. გარდა ამისა, ხარისხიანი ფანქარი არ შეიცავს ქიმიკატებს და თუ მას ბავშვი პირში ჩაიდებს, არ არის მომწამვლელი. უხარისხო ფანქარი ენას შეფერილობას უცვლის.

ქართულ ბაზარზე არის ნარევი ფერების შემცველი .. “ცისარტყელაფანქარიც, რომლითაც ერთდროულად რამდენიმე ფერის დახატვაა შესაძლებელი. ერთი ცალი ასეთი ფანქრის ღირებულება 2-3 ლარია და მისი ხარისხის გარკვევა მხოლოდ ფასით შეიძლება. ასეთი ფანქრები შეფუთულიც შეიძლება იყოს, მაგრამ ისინი ძირითადად უხარისხოა, აქვს ბლანტი და უხალისო ფერები.

უბრალო, შავი ფანქრის ხარისხიანობის გარკვევის ხერხებიც ანალოგიურია. მისი გარე საფარველი აუცილებლად ხისგან უნდა იყოს დამზადებული. დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული დრეკადი ფანქრების გული არ არის ნამდვილი ფანქარი (გრაფიტი), იგი სხვა მასალისგან მზადდება და შესაბამისად, მკრთალად ხაზავს და უხარისხოა.

რაც შეეხება ფანქრის მოვლას, უნდა მოვერიდოთ იატაკზე დავარდნას, რადგან მისი გული ტყდება. გარდა ამისა, ფანქრის წათლილი წვერი უნდა იყოს პატარა, ადვილად რომ არ გადატყდეს.

0 коммент.:

Отправить комментарий