“აზალიას ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ისაა, რომ სხვა ყვავილებისგან განსხვავებით, მას მჟავე მიწა უყვარს, ამიტომ მისი ნიადაგის შემცველობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ტორფი, რომლის შეძენა ყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი.
თუ ტორფი ვერ იშოვეთ, ყვავილის მორწყვის დროს წყალში ლიმონის რამდენიმე წვეთი ჩაამატოთ. აზალია აუცილებლად უნდა მორწყოთ წინასწარ მომზადებული, გაჩერებული წყლით.
აზალია სინათლის მოყვარული ყვავილია, მაგრამ ვერც მზის მწველ სხივებს იტანს, წყლისა და შუქის უკმარისობის გამო კი შესაძლოა მას ფოთლები დასცვივდეს.
ამ მცენარის გადარგვა რეკომენდებულია გაზაფხულზე ან შემოდგომაზეა, ქოთნიდან ერთი ძირი ფრთხილად უნდა ამოიღოთ და სხვა ქოთანში გადარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ სასურველი არაა აყვავებული ნერგის გადარგვა, უნდა დაელოდოთ ყვავილობის დამთავრებას. ახალგადარგული აზალიას აყვავება კი მის ასაკზეა დამოკიდებული. იგი წელიწადში ორჯერ, თითქმის ორი თვის განმავლობაში ყვავის”.
0 коммент.:
Отправить комментарий