წყვილის ურთიერთობა ოთხი წლის წინ, ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე დაიწყო. გაცნობისთანავე გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ სიმპათიები, უკეთ გასაცნობად კი ტელეფონსა და ინტერნეტს იყენებდნენ…
გოჩამ საზღვაო აკადემია დაამთავრა და, შესაბამისად, მალე გემზე წავიდა სამუშაოდ. მაკა კი ელოდებოდა მის დაბრუნებას…
2009 წლის შემოდგომაზე ტრადიციული ნიშნობა შედგა, ქართული ადათ-წესებით. გოჩას მალე კვლავ მოუწია გემზე დაბრუნება და რადგან დროში შეზღუდულები იყვნენ, იქვე დაგეგმა ქორწილიც.
გემიდან დაბრუნებულს, მშობლებმა სიურპრიზი დაახვედრეს _ საკუთარი ბინა, რამაც უფრო დააჩქარა წყვილის ქორწინება.
თუმცა ქორწინებამდე იყო ერთი უსიამოვნო ფაქტიც. ქორწილის წინა დღეს, როცა გოჩა მაკას სახლში აცილებდა, ავარიაში მოყვნენ, საბედნიეროდ, გადარჩნენ და მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი არავის გაუმხილეს, ოჯახის წევრებს რომ არ ენერვიულათ და ქორწილსაც კარგად ჩაევლო…
ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდა, ერთი შეხედვითაც ჩანდა წყვილის დიდი ბედნიერება… მაკას კაბა თეთრსა და ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი, ხოლო გოჩას შავი შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა. ნეფე-პატარძლის კუთხეც მაკას კაბის ფერებთან იყო შეხამებული.
ნეფე-პატარძალმა ტრადიციულ ცეკვებთან ერთად, ფეიერვერკის ფონზე შეასრულა ვალსი. საინტერესო იყო თაიგულის სროლის მომენტი _ მაკას თაიგული სრულიად შემთხვევით მისმა მეჯვარემ დაიჭირა.
წყვილმა ერთად ყოფნის სურვილი ხელის მოწერითაც დაადასტურა. ოფიციალური ცერემონიალი საქორწინო დარბაზში შედგა, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა ქორწილი. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გოჩა და მაკა ახლა თაფლობის თვეს მყუდრო გარემოში ატარებენ.
გოჩა ჯოყილაძე და მაკა ლუხუტაიშვილი
0 коммент.:
Отправить комментарий