გაუთოების წესები


გაუთოება დიასახლისის განუყოფელი და საკმაოდ რთული საქმიანობაა. ხშირად, უბრალო შეცდომამაც კი შეიძლება გამოუსწორებელ შედეგამდე მიგვიყვანოს.

არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლებითაც გაუთოება და მასთან დაკავშირებული პრობლემები შედარებით მარტივად მოსაგვარებელია. რამდენიმე მათგანი სპეციალურ ლიტერატურაში და ინტერნეტში მოვიძიე.

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ მხოლოდ სუფთა თეთრეული უნდა გააუთოოთ, რადგან ცხელი უთოს ზემოქმედების შემდეგ გამოჩნდება მანამდე ოდნავ შესამჩნევი ლაქებიც კი.

რაც შეეხება კონკრეტული ქსოვილების გაუთოებას, აბრეშუმი ზომიერად ცხელი უთოთი უნდა გააუთოოთ და უკეთესია წყალი არ შეასხუროთ, რადგან არათანაბარი ტენიანობის შედეგად შეიძლება ნაკეცები გაჩნდეს. სამოსს ბამბის შემცველობით კი ცხელი და სველი უთოთი წინა მხრიდან აუთოებენ, რათა ქსოვილმა საწყისი ბზინვარება დაიბრუნოს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნაქსოვი ნივთების გაუთოების დროს, მით უმეტეს, თუ რელიეფურადაა ნაქსოვი. ამ დროს სამოსი რამე რბილზე უნდა დადოთ, ნაჭერი დააფაროთ და ისე გააუთოოთ, არ დააწვეთ მაგრად და უთო ნახატის მიმართულებით ამოძრავეთ. რაც შეეხება დღეს გავრცელებულ .. “სინტეთიკას”, უკეთესია ასეთ სამოსს საერთოდ თუ არ გააუთოებთ, თუ აუცილებელია, ოდნავ თბილი უთო გამოიყენეთ. თუ სამოსი ძალიან დაკუჭულია, პროცედურის გამარტივებისთვის რამდენიმე წუთის განმავლობაში გააჩერეთ ორთქლთან, შემდეგ დაკიდეთ საკიდზე და როცა ოდნავ გაშრება, გააუთოვეთ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ტენიანი თეთრეულის არასაკმარისად ცხელი უთოთი გაუთოების შემთხვევაში, რჩება ყვითელი ზოლები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაუთოებული თეთრეული კარადაში მხოლოდ კარგად გაცივების შემდეგ უნდა დაალაგოთ, რადგან ცხელი უთოთი გაუთოების შემდეგ იგი გარკვეულ დროს ტენიანობას ინარჩუნებს.

მართალია, დღეს სახამებელს, .. “კრახმალსცოტა თუ იყენებს, მაგრამ თუ თქვენ მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ჩაამატეთ სახამებელში მცირეოდენი მარილი და თეთრეული უთოობის დროს უთოს აღარ მიეკრობა.

რაც შეეხება უთოს, თუ მის ზედაპირზე მოყავისფრო ლაქები გაჩნდა, გააცხელეთ და გაწმინდეთ ძმრიანი ტილოთი. თუ ზედაპირი დაიფარა უხეში ლაქებით, უთო ოდნავ უნდა გააცხელოთ და საჭმლის სოდიანი რბილი ტილოთი გაწმინდოთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ დაუთოების შემდეგ უთო აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა შეინახოთ.

0 коммент.:

Отправить комментарий