აგავა

აგავა დეკორატიული მცენარეა, მისი სამშობლოა მექსიკა _ აქ მისი ყვავილებისგან ალკოჰოლურ სასმელს _ “პულკესამზადებენ. მართალია, იგი თავის სიცოცხლეში ერთხელ ყვავილობს, მაგრამ მისი ფოთლები ძალიან ლამაზია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

აგავას რამდენიმე სახეობა არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ცისფერი აგავა, რომელსაც ჩვენი თანაქალაქელი, ნარგიზ თავდგირიძე თავის აივანზე ზრდის. მისი რჩევით, ამ მცენარის გადარგვა მისივე ამონაყრის საშუალებით გაზაფხულზეა შესაძლებელი, თანაც აუცილებლად დიდ ქოთანში. “აგავას მზის სინათლე უყვარს, მისი სიმაღლე და ფოთლების სისქეც ამაზეა დამოკიდებული”.

აგავას სამკურნალო თვისებებიც აქვს. როგორც ჩემმა რესპონდენტმა მითხრა, მისი ფოთლებიდან გამონადენი სითხე სახსრების ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება.

იმის გამო, რომ აგავა კაქტუსებრთა ოჯახიდანაა, მას შეუძლია რამდენიმე დღე წყლის გარეშედაც გაძლოს. თუმცა სასურველია წყალი დღეში ერთხელ მაინც დაუსხათ. რაც შეხება აგავას მოვლას ზამთარში, დათოვლილი ფოთლები უნდა დაფერთხოთ და რომ არ მოყინოს, ფქვილის ტომარა შემოახვიეთ, პოლიეთილენის პარკი მას სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

0 коммент.:

Отправить комментарий