პიცა იტალიური კერძია, თუმცა მას საქართველოშიც კარგად ამზადებენ. პიცის მომზადებისთვის არ არსებობს განსაკუთრებული წესი ან შეზღუდვა. იგი სხვადასხვანაირად შეიძლება მომზადდეს და მასში ინგრედიენტების სახეობა და რაოდენობა დიასახლისის ან ოჯახის წევრების გემოვნებაზეა დამოკიდებული.
პიცის მომზადების ერთ-ერთ მეთოდს კაფე “ცეროდენას” მზარეული _ გუგული მსხალაძე გთავაზობთ: “პიცის ცომისთვის საჭიროა: 1ცალი კვერცხი, ცოტა ზეთი, საფუარი, ფქვილი და წყალი. ცომი მოზილეთ ისე, რომ ხელით ადვილად გასაბრტყელებელი, რბილი მასა მიიღოთ. გაბრტყელებულ ცომის მთლიან მასას კოვზით წაუსვით კეტჩუპი და მოაყარეთ დაფშვნილი ყველი. შემდეგ დაალაგეთ სასურველი რაოდენობის ძეხვი და მოთუშული სოკო (სასურველია შამპინიონი, შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ცოცხალი, ისე დაკონსერვებული). მრგვალად დაჭერით 2-3 ცალი პომიდორი, ბულგარული წიწაკა და მიღებულ მასაზე ლამაზად დაალაგეთ. ზემოდან მოაყარეთ ყველი და შედგით ქურაში. პიცა უნდა გამოცხვეს ზეთიან ჭურჭელზე ან გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი. გამოცხობისას ყურადღება მიაქციეთ, ცომი არ ამოიბეროს. იმ შემთხვევაში, თუ ამოიბერა, გახვრიტეთ ცომი დანით ან ჩანგლით. როცა პიცა მიიღებს ოქროსფერს და ყველი გადნება, იგი მზადაა”.
0 коммент.:
Отправить комментарий