ღამე თუ სამკაულით გეძინათ, დილით ალბათ შეგინიშნავთ, რომ თითი, რომელზეც ბეჭედი გეკეთათ, გაღიზიანებულია, ყური კი, თუ საყურეთი დაიძინეთ, გექავებათ. როგორ ვატაროთ სხვადასხვა სამკაული ისე, რომ არ დაგვაზიანოს? ამ თემაზე სტატიას ინტერნეტში გავეცანი. საქმე იამშია, რომ თურმე არასწორად შერჩეული სამკაული და მისი ტარება შეიძლება გახდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა უსიამოვნების მიზეზი.
ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები… _ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ყველა _ დაწყებული მასიური და ნათელი პლასტმასის პლაჟის სამკაულებიდან ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული. რა შეიძინოთ _ იუველირული სამკაულები თუ უბრალო ბიჟუტერია, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მაგრამ იმას, თუ როგორ უნდა ატაროთ სამკაულები ისე, რომ არ ავნოთ საკუთარ ჯანმრთელობას, ამ სტატიით გაიგებთ.
ბეჭდები და საყურეები თითქმის ყველა ქალის ყოველდღიური სამკაულია. სწორედ ისინი წარმოადგენენ დიდ საშიშროებას ადამიანისთვის. სამედიცინო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა გვიან ღამით ან დილაადრიან ექიმებს მიმართავენ იმისთვის, რომ თითი გაფართოვდა და ბეჭედს ვერ იხსნიან.
ბეჭედი აუცილებლად უნდა მოიხსნათ ძილის წინ, მიუხედავად იმისა, კომფორტულია თუ არა იგი. თავისუფალი ბეჭედიც კი, ღამით ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მოძრაობას. დაივიწყეთ ბეჭდების შესახებ, რომლის მოხსნა საპნის დახმარებითაც კი არ შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში მიმართეთ ხელოსნებს, რომლებიც თქვენს საყვარელ ბეჭედს თქვენს ზომამდე გაზრდიან, სულ რაღაც 2-3 ლარად. თუ ბეჭედი თქვენი თილისმაა და გინდათ მოუხსნელად ატაროთ, მაშინ იგი თავისუფლად უნდა ტრიალებდეს და ბეჭედსა და თითს შორის მანძილი 1-1,5 მილიმეტრი უნდა იყოს.
ხშირად, ბეჭდებს, განსაკუთრებით საქორწინოს, წლების განმავლობაში მოუხსნელად ატარებენ. მედიცინაში ცნობილია ფაქტები, როცა სწორედ საქორწინო ბეჭედი გამხდარა სერიოზული დაავადების მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ხელის მტევანზე უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილი არსებობს, რომელთა სტიმულაციას აქვს გარკვეული ეფექტი ორგანიზმზე. როგორც ინტერნეტსაიტი გვამცნობს, ბევრ წყვილს არ ჰყავდა შვილი მხოლოდ იმიტომ, რომ ბეჭდით ხელის კონკრეტულ წერტილებზე დაწოლა ხელს უშლიდა სქესობრივი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას.
მჭიდრო ბეჭედი შეიძლება გახდეს თავის ტკივილის, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევის, გულთან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი. ამიტომ, მიეჩვიეთ იმას, რომ საყვარელმა სამკაულებმა შეიძლება მაგიდაზე `დაიძინონ~ და არა თქვენს თითზე.
ღამით აუცილებელად უნდა მოვიხსნათ საყურეები. ყური, ისევე როგორც ხელი, ბევრ ნერვულ დაბოლოებას შეიცავს და შეიძლება, საღამოობით საყურეებით დაძინებამ ნერვული გაღიზიანება, თავის ტკივილი და უამრავი სხვა არასასიამოვნო შეგრძნება გამოიწვიოს.
სამკაულებთან დაკავშირებით ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მეტალი და ქვა არ შეგვეფერება. რეკომენდებულია, ქვები ვატაროთ მათი თვისებების მიხედვით. თუმცა, აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ ინტუიციას, შინაგანი გრძნობა შეუცდომლად გვიკარნახებს, რომელი მეტალი ან ქვა ავირჩიოთ _ ოქრო, ვერცხლი, მარჯანი თუ ფირუზი… არასდროს არ ატაროთ სამკაული, რომელიც არ გიყვართ, მიუხედავად იმისა, რომ გაჩუქეს და არ გინდათ ახლობელი ადამიანის განაწყენება. ასეთი სამკაული წარმატებებს არ მოგიტანთ.
სიფრთხილე გამოიჩინეთ სამკაულებთან, რომლებიც თქვენამდე სხვას ეკუთვნოდა. ისინი ყოველთვის იტოვებენ წინა მფლობელის ენერგეტიკას. მაგალითად, თუ სამკაულის მფლობელი ტრაგიკულად დაიღუპა, მთელი ცხოვრება უსიამოვნებებსა და დაავადებებს ებრძოდა, ეს სამკაული ნეგატიურ ენერგეტიკას ატარებს. ენერგეტიკის განეიტრალებისთვის დიდი ხნის განმავლობაში რეცხეთ ის გამდინარე წყალში და პირიქით, ბედნიერი და წარმატებული ადამიანების სამკაულები გაიხადეთ თქვენს თილისმად!
ასე რომ, ყურადღებით შეარჩიეთ სამკაულები და გახსოვდეთ _ ისინი არამარტო ლამაზი ნივთებია, მათ შეიძლება უდიდესი ზიანიც მოგვაყენონ.
0 коммент.:
Отправить комментарий