ქორწილი ღია ცის ქვეშ და კოკისპირული წვიმა


ყველაფერი თბილისში, ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე დაიწყოშემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი და მაშინვე გაუჩნდათ სიმპათიები, ტელეფონის ნომრებიც გაცვალესდა ერთი თვის შემდეგ ხათუნა სანდროს ცოლი გახდა
მანამდე კი იყო რომანტიკული დაწვიმიანი შეხვედრები”. საქმე იმაშია, რომ სანდრო ძალიან ხშირად ჩამოდიოდა თბილისიდან ხათუნას სანახავად და ყველა ჩამოსვლისას ბათუმში წვიმდათუმცა, ეს არ უშლიდა შეყვარებულ წყვილს ხელს და მალე მიხვდნენ, რომ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ, გაცნობიდან ერთ თვეში შეუღლება გადაწყვიტეს
ქორწილი ღია ცის ქვეშ გაიმართა. ხათუნა მხატვარია და ალბათ ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქორწილი განსაკუთრებულ, რომანტიკულ გარემოში ისურვა. ასეთ გარემოდ თხილნარი შეარჩიეს და 24 ივლისს, ჩანჩქერთან ჰქონდათ ქორწილი.
ხათუნას თეთრი კაბა ეცვა, ზემოთა ნაწილი კორსეტით და ქვემოთ გაშლილი, წელზე კი დიდი თეთრი ვარდი ჰქონდა მიმაგრებული. სანდრო ხუმროს კიდეც, რომ ამ კაბის გამო ხათუნას ერთ მეტრზე ახლოს ვერ ეკარებოდა. სანდროს ტრადიციულად, შავი შარვალ-კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა.
ქორწილი მშვიდად, აყალმაყალის გარეშე დასრულდა. ჟღერდა ცოცხალი მუსიკა, მომღერლები ასრულებდნენ როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე უცხოურ თანამედროვე სიმღერებს. პატარძლის ნასროლი თაიგული ხათუნას მეჯვარემ დაიჭირა. “დავპირდით, რომ შემოდგომაზე გავათხოვებთ”, _ ამბობს ხათუნა.
წვიმის გარეშე ამ დღესაც არ ჩაუვლია, კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ნეფე-პატარძალი მუხლებამდე ტალახში იყო ამოსვრილი. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ქორწილს კარგად ჩაევლო.
ქორწილის მეორე დღეც ისეთივე მშვიდი იყო, როგორც წინა. ტორტი სახლში, მეგობრებისა და ახლო ნათესავების წრეში გაჭრეს. შემდეგ კი წყვილი თბილისში გაემგზავრა და იქაც აღნიშნეს შეუღლება.
ახლა ხათუნა ფუტკარაძე და სანდრო გიუნაშვილი თბილისში ცხოვრობენ, რამდენიმე დღით ბათუმში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები და მალევე დაბრუნდებიან.
სანდრო გიუნაშვილი და ხათუნა ფუტკარაძე

0 коммент.:

Отправить комментарий