სალათზე დაწერილი ”მიყვარხარ”



2010 წლის 8 მარტი. ზაზა ველიაძე და თიკო ბერიძე პირველად შეხვდნენ და წარუშლელი შთბეჭდილება დატოვეს ერთმანეთზე. ისინი დღს ცოლ-ქმარი არიან...
წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთი ინტერნეტსაიტის საშუალებით გაიცნო და ვირტუალურად დამეგობრდნენ. ზაზა მეზღვაურია და მალე ერთი წლით გამგზავრება მოუწია. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ვირტუალურ მეგობარზე რეალურად იყო შეყვარებული. თიკოს არ სჯეროდა მისი გრძნობების. ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთს ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით ეკონტაქტებოდნენ
დაბრუნების შემდეგ ზაზამ გადაწყვიტა, რომ თიკო უნდა ენახა და 8 მარტს, თიკოს დაბადების დღეს, შეხვედრა სთხოვა. თიკო ჯერ უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდაერთხელაც, მორიგი შეხვედრისას, თიკომ ზაზას სიურპრიზი მოუმზადა _ ზაზას საყვარელ კერძზე მაიონეზით დააწერა _ “მიყვარხარ”
შემდეგ იყო ულამაზესი დღეები და ქორწილი… “26 წლის ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთი განსხვავებული ქორწილი თუ მექნებოდა”, _ ამბობს ზაზა. თიკომ ქორწილისთვის ღია კრემისფერი კაბა შეარჩია, ზაზამ კი მუქი მელნისფერი შარვალ-კოსტიუმი და მოჭადრაკე მეუღლის პატივსაცემად (თიკო ბერიძე აჭარის ჩემპიონია ჭადრაკში) კუბიკებიანი ჰალსტუხი. ქორწილი ლამაზი გამოვიდა _ ვალსი ვიოლინოს თანხლებით, ბუშტების წვიმა, ფეიერვერკიდა სპეციალურად მოწვეული მოცეკვავეები.
ხელი ბულვარში, ახალგახსნილ ქორწინების სახლში მოაწერეს. ჯვრისწერას უახლოეს მომავალში აპირებენ, რადგან ქორწილის დღეს, მარხვის პერიოდის გამო, ჯვარი ვერ დაიწერეს. თაფლობის თვე კი ანტალიაში გაატარეს. “ტორტი ქორწილის დღესვე გავჭერით, მეორე დღეს კი ნათესავებმა და მეგობრებმა ჩვენ გარეშე იქეიფეს”, _ იხსენებს თიკო. საქორწინო დარბაზიდან წყვილი მხიარულად, შამპანიურის წვიმით გააცილეს. სიურპრიზი დახვდათ ანტალიაში ჩასულებსაც _ სასტუმროს ადმინისრტაციამ ახალდაქორწინებულ წყვილს ოთახი ცოცხალი ვარდებით გაუფორმა.
ზაზა და თიკო ახლახანს დაბრუნდნენ ანტალიიდან.
ზაზა ველიაძე და თიკო ბერიძე

0 коммент.:

Отправить комментарий