შლიაპა ყოველთვის მოდური და აქტუალურია. იგი წელს აქტუალობას ცხელი ზაფხულის შემდეგაც არ დაკარგავს, რადგან განსაკუთრებით ცხელ შემოდგომას გვპირდებიან. მართალია, ბაზრობებსა და მაღაზიებში სხვადასხვა ფორმისა და ფერის შლაპები იყიდება, თუმცა მათი დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. იყიდეთ ბაზრობაზე სასურველი ფერის უბრალო პანამა, რომელიც 2-3 ლარი ღირს.
მეორე ნაბიჯია აკეცილი ნაწილის დეკორატიული ყვავილით დამაგრება.
ასეთ შლაპას ყველაზე მეტად მოუხდება თექისგან დამზადებული ყვავილი, რომლის შეძენა ქსოვილების მაღაზიაში შეგიძლიათ. თუ აქ ვერ იპოვეთ, სამკაულების ან თმის სამაგრების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ თმის სამაგრი, მოაცილოთ მასზე მიმაგრებული ყვავილი და ქუდს მიაწებოთ. უკეთესია ყვავილს ე.წ. "კნოპკით" თუ დაამაგრებთ _ მისი მოხსნა უფრო მარტივი იქნება და ასე რამდენიმე სხვადასხვა პანამის მორთვას შეძლებთ.
ასე თქვენს გარდერობს საკმაოდ ორიგინალური საზაფხულო ქუდები შეემატება.
0 коммент.:
Отправить комментарий